თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2015, 20:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3182,
კომენტარები: 11
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "სტემფორდ ბრიჯი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 33-ე ტური
თარიღი: შაბათი, 18 აპრილი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკ დინი
მატჩის დასაწყისი: 20:30, (ჩვენი დროით)

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"

ტრავმირებულები: კოშტა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რემი
განაცხადი: Blackman, Cech, Courtois, Azpilicueta, Cahill, Christensen, Filipe, Ivanovic, Terry, Zouma, Cuadrado, Fabregas, Hazard, Loftus-Cheek, Matic, Mikel, Oscar, Ramires, Willian, Drogba, Remy.
"ჩელსის" იმედი აქვს, რომ ლოიკ რემი მომდევნო მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. მან ტრავმის გამო უკვე გამოტოვა ქპრ-სთან მატჩი. მეორე ფორვარდი დიეგო კოშტა კი ჯერ-ჯერობით ტრავმირებულია და დაბრუნებას მხოლოდ "არსენალთან" მატჩში მოახერხებს.


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი, ჯონსი, როხო, ბლინდი
დისკვალიფიკაცია: ევანსი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: ვან პერსი
მიუწვდომელი: პერეირა (ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრები)
განაცხადი: De Gea, Valdes, Lindegaard, Blackett, McNair, Rafael, Smalling, Di Maria, Fellaini, Herrera, Januzaj, Mata, Pereira, Powell, Valencia, Young, Falcao, Rooney, Van Persie, Wilson.

"ჩელსისთან" მატჩში კრის სმოლინგი დაცვის ცენტრში პედი მაკნეირთან ან ტაილერ ბლეკეტთან ერთად ითამაშებს, რადგან "იუნაიტედს" ტრავმების კიდევ ერთი ეპიდემია დაატყდა თავს და ფილ ჯონსი, მარკოს როხო, დეილი ბლინდი და მაიკლ კერიკი გუნდს ვერ დაეხმარებიან.


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"


1-ლი ადგილი, 73 ქულა
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-მ-ფ-მ-მ-მ
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოურინიოს გუნდი პრემიერ ლიგაში საკუთარ სტადიონზე უკანასკნელად თითქმის ერთი წლის წინ დამარცხდა - 2014 წლის 19 აპრილს "სანდერლენდის" წინააღმდეგ.

მიმდინარე სეზონში "ჩელსიმ" ერთადერთ შეხვედრაში ვერ მოახერხა გოლის გატანა - "სანდერლენდის" წინააღმდეგ გასვლით მატჩში.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-3 ადგილი, 65 ქულა
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-მ-მ-მ-მ
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში ბოლო 22 მატჩში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა - 16 მოგება, 4 ფრე.

ვან გაალის გუნდი შეეცდება პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვოს.

ამჟამად "იუნაიტედს" 65 ქულა აქვს დაგროვილი, რაც ქულით მეტია 2013-14 წლების მთლიან სეზონში დაგროვილ ქულებზე.

2015 წელს მხოლოდ "არსენალმა" აიღო უფრო მეტი ქულა, ვიდრე ვან გაალის გუნდმა (29).

მხოლოდ "ბარსელონას" (52), მადრიდის "რეალსა" (49) და მიუნხენის "ბაიერნს" (43) აქვთ მიმდინარე სეზონში სახლში გატანილი უფრო მეტი გოლი, ვიდრე "იუნაიტედს (40). მეორეს მხრივ, "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგაში გასვლით 15 მატჩში მხოლოდ 19 გოლი გაიტანეს.

"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5-ჯერ გაუშვა ერთზე მეტი გოლი და მხოლოდ ერთხელ ორ გოლზე მეტი.

ამჟამად "იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში მოწინააღმდეგის კარში დარტყმის გოლად გარდასახვის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს (18.6%).

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"


წამყვანი ბომბარდირი: კოშტა - 20 გოლი (19 ლიგაში).

ამ სეზონში პრემიერ ლიგაში არც ერთ სხვა წყვილს არ მოუხერხებია მეტი გოლის შექმნა, ვიდრე აზარი-ფაბრეგასის წყვილს - 6 ბურთი. ამდენი გოლი ფაბრეგასმა მხოლოდ დიეგო კოშტასთან წყვილში შექმნა.

"სტემფორდ ბრიჯზე" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში სესკ ფაბრეგასს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 14 გოლი (12 ლიგაში).

უეინ რუნის მოწინააღმდეგის კარში 120 გატანილ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (გოლი ან საგოლე გადაცემა) - ეს პრემიერ ლიგის მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.

თუ მოედანზე ხუან მატა გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა პრემიერ ლიგის ბოლო 3 შეხვედრაში "იუნაიტედის" რიგებში სამი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

კრის სმოლინგმა მიმდინარე სეზონში 4 გოლი გაიტანა (იმდენივე, რამდენიც უელბეკმა). კლუბის რიგებში ჩატარებულ წინა 88 შეხვედრაში კი კრისს მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 171-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 72-ჯერ იზეიმა, "ჩელსიმ" 48-ჯერ, ხოლო 51 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მოურინიოს გუნდი "იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ზედიზედ ოთხი მატჩის განმავლობაში არ მარცხდება და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

"იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 12 შეხვედრაში "ლურჯები" მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ - 7 მოგება, 4 ფრე, 1 მარცხი.

"ჩელსი" პრემიერ ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც "იუნაიტედთან" მოგება-წაგების დადებითი ბალანსი აქვს - 15 მოგება, 13 მარცხი, 17 ფრე.

"იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში "ჩელსის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 23 მატჩში მხოლოდ 6 მოიგო.

"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგაში "სტემფორდ ბრიჯზე" მხოლოდ 5 მატჩი მოიგეს და 2002 წლის შემდეგ ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთეს (2012 წლის ოქტომბერში, 2-3)

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში მოურინიოს შეგირდებმა 100 გოლი გაიტანეს (2.13 გოლი ერთ მატჩში), მაშინ, როცა ვან გაალის გუნდმა 38 მატჩში 68 გოლი გაიტანა (1.79 გოლი ერთ მატჩში).

ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში ხუთი ფეხბურთელი იქნა გაძევებული - "ჩელსის" სამი მოთამაშე - ორჯერ ივანოვიჩი და ერთხელ ტორესი. "იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი - ვიდიჩი და რაფაელი.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 59 მოგება, "ჩელსი" - 42 მოგება, ფრე - 44.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 13 მოგება, "ჩელსი" - 15 მოგება, ფრე - 17.


"ჩელსის" სტადიონი


ლიგა: "ჩელსი" - 23 მოგება. "იუნაიტედი" - 30 მოგება, ფრე - 19.

პრემიერ-ლიგა: "ჩელსი" - 9 მოგება. "იუნაიტედი" - 5 მოგება, ფრე - 15

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"ჩელსი" 3-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

კვირა, 19 იანვარი, 2014 წელი
სწრებადობა: 41, 615
მსაჯი: ანდრე მარინერი
გოლები "ჩელსის" რიგებში: ეტო'ო 17', 45' 49'
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: ერნანდესი 78'

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სტემფორდ ბრიჯზე" დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები



გოლების საერთო რაოდენობა

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მაიკ დინმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 31 მატჩში იმსაჯა, 140 ყვითელი და 6 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: საიმონ ლონგი, დარენ ინგლენდი.
სათადარიგო არბიტრი: კრეიგ პოუსონი.
მატჩის წინ
11 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 აპრილი 2015 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
მახსოვს ჩემ გვერძე რო იჯექი და კანჭს რო უყურებდი "თვალებში"... wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top