"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" მატჩის წინ ყოფილმა მეკარე დევიდ სიმენმა ამ ორი კლუბის კარის დარაჯებისადმი თავისი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.
ესპანელი და ბელგიელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეთა რიცხვს მიეკუთვნებიან და შაბათს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
"არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე კი უპირატესობას ტიბოს ანიჭებს და ფიქრობს, რომ წლის სიმბოლურ ნაკრებში სწორედ ის უნდა მოხვდეს.
"კურტუას ვამჯობინებ. იგი საიმედოა და თავის კლასს გვიჩვენებს. "ჩელსიში" როგორც მეკარეს, ცოტა საქმე გაქვს, მაგრამ როცა საჭიროა, თავს შესანიშნავად წარმოაჩენს.
დე ხეამ ძალიან საეჭვოდ დაიწყო ინგლისში, მაგრამ ახლა საკუთარი ხასიათი გამოავლინა და ყველას აჩვენა, თუ რატომ იყიდა ის "მანჩესტერ იუნაიტედმა". შესანიშნავი მეკარეა, რომელსაც დიდებული სიევების განხორციელება შეუძლია.
კურტუას თუ დავუბრუნდებით, ვიტყვი, რომ ჩარლი ადამისგან გაშვებული გოლის გარდა, ის შესანიშნავ სეზონს ატარებს. მას კი ვეტყოდი: "არ იდარდო, ასეთი რამ საუკეთესო ჩვენგანებსაც ემართებათ", - განაცხადა სიმენმა.