"რეალის" ახალგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ გარეტ ბეილის გაყიდვა მადრიდული კლუბის გეგმებში არ შედის.
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა უელსელისადმი "იუნაიტედის" ინტერესის შესახებ და თუ პრესას დავუჯერებთ, "წითელი ეშმაკები" მზად არიან დავიდ დე ხეა ან ანხელ დი მარია ჩართონ ტრანსფერში.
თუმცა "რეალს" არც ერთი წინადადების განხილვა არ სურს და თავის დროზე 100 მლნ. ევროდ შეძენილ ფეხბურთელს არ განშორდება.
"რეალი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ყიდულობს, მაგრამ არ ყიდის. რა თქმა უნდა, სხვა კლუბები ყოველთვის იქნებიან დაინტერესებულნი გარეტით, მაგრამ ფლორენტინო პერესმა ნათლად დაანახვა ყველას, რომ ბეილი არ იყიდება. ასეთ პასუხს გავცემთ "მანჩესტერ იუნაიტედს" და ნებისმიერ სხვა კლუბს, რომელიც ბეილის თაობაზე მოგვმართავს.
მან დიდი წვლილი შეიტანა გასულ წელს ჩვენს წარმატებაში, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგაზე. წელს ტიტულის დაცვა გვსურს და ის ამაში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს", - განაცხადა ზიდანმა.