"მანჩესტერ იუნაიტედმა" პსჟ-სთან ედინსონ კავანის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
ლუი ვან გაალი არ აპირებს რადამელ ფალკაოს შეძენას, ამიტომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი თავდასხმის ხაზის გაძლიერება იქნება.
კავანის კი ფრანგული კლუბის მთავარ მწვრთნელთან წინა კვირას შელაპარაკება მოუხდა და მათ შორის ურთიერთობა გაფუჭდა.
ურუგვაელი ფორვარდის გადაბირებას "იუნაიტედი" იაფად ვერ მოახერხებს და არც მისი ხელფასი იქნება პატარა. პსჟ 55 მლნ. ფუნტს, ანუ იმდენს ითხოვს, რამდენიც თავად გადაიხადა ორი წლის წინ, როცა "ნაპოლიდან" გადაიბირა ფეხბურთელი.
კავანი კი კვირაში 300 ათას ფუნტს მოითხოვს - იმდენს, რამდესაც რუნი იღებს. თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ფალკაო, რომელიც ამჟამად 265 ათას ფუნტს იღებს ხელფასის სახით, "იუნაიტედში" არ დარჩება.