რიო ფერდინანდს მიაჩნია, რომ "იუნაიტედის" ბოლო დროის წარმატებები უეინ რუნის უკავშირდება.
"იუნაიტედის" კაპიტანს მიმდინარე სეზონში რამდენიმე მატჩის ჩატარება მოუხდა ნახევარმცველის პოზიციაზე, თუმცა რობინ ვან პერსის ტრავმის შემდეგ უეინი თავისთვის საყვარელ პოზიციას დაუბრუნდა.
რიო ფერდინანდს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში "იუნაიტედის" წარმატება ინგლისელი ფორვარდის დამსახურებაა.
"ნათელია, რომ გუნდს ძალიან დაეხმარა მაიკლ კერიკის მწყობრში დაბრუნებამ. მაგრამ "იუნაიტედის" წარმატებაში ყველაზე დიდი დამსახურება უეინ რუნის მიუძღვის. უეინი გოლეადორია. "იუნაიტედის" რეკორდის დამხობასთან ახლოსაა და გუნდი უკეთესად მოქმედებს, როცა რუნი შეტევაში თამაშობს.
"ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" დამარცხება - მეტია, ვიდრე უბრალო სამი ქულა. "ენფილდზე" ვნახეთ ის "იუნაიტედი", რომელსაც მივეჩვიეთ.
ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ: "აი ეს გვესმის - ძველი "მანჩესტერ იუნაიტედი" დაბრუნდა". კლუბი სწორ გზას ადგას." - განაცხადა ფერდინანდმა.