თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2015, 09:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2210,
კომენტარები: 19
"იუნაიტედი" შეთავაზებებს განიხილავს
"იუნაიტედი" მზად არის შემოთავაზებები განიხილოს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ხავიერ ერნანდესისა და ადნან იანუზაის შესაძენად გაკეთებული შეთავაზებებები განიხილოს.

როგორც ჩანს 20-წლის ადნანმა ლუის გუნდში თავის გამოჩენა ვერ შეძლო. პირველ გუნდში ბოლოს ბელგიელი მოედანზე 9 მარტს ინგლისის თასის 1/4 ფინალში "არსენალის" წინააღმდეგ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან გამოვიდა.

Manchester Evening News-თვის გახდა ცნობილი, რომ ვან გაალი მზადაა სეზონის ბოლოს გაყიდვის ვარიანტები განიხილოს. ბელგიელის შეძენის მთავარ პრეტენდენტებად "ევერტონი" და "პსჟ" ითვლება. ფრანგულ კლუბში გადასვლა ადნანს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც შეეძლო, თუმცა მაშინ ვან გაალმა ტრანსფერი დაბლოკა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს 26-წლის ხავიერ ერნანდესია, რომელიც იჯარის წესით მადრიდის "რეალში" თამაშობს. თუმცა აშკარაა, რომ მადრიდული კლუბი მექსიკელის გამოსყიდვას არ აპირებს.

The Telegraph-ი ირწმუნება, რომ ერნანდესს არ დაიბრუნებს არც "იუნაიტედი" და მას გაყიდის. მესიკელისადმი ინტერესს კი ამერიკული კლუბი და რამდენიმე ევროპული თუ პრემიერ ლიგის გუნდები იჩენენ.

ვან გაალი მზადაა ორივე ფეხბურთელი თაობაზე შეთავაზებები განიხილოს.

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები
19 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
14 აპრილი 2015 11:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
რა ეზარება, კაცო. თამაში თუ არ უნდა მაშინ თქვას. უბრალოდ კონკურენციას ვერ სწევს ამ ეტაპზე. ერერაც ასე იყო, მატაც ასე იყო. ლუის ვერ დააჯერეს, რომ ის ფეხბურთელები იყვნენ, რომელიც სჭირდებოდა მას. მაგრამ მერე გაუგეს, აუღეს ალღო და კი ხედავ ახლა. ადნანი ჯერ ახალგაზრდა, შეიძლება ვერ იგებს ლუის მოთხოვნებს და უნდა ისწავლოს. ამისთვის კი ექნება დრო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: AkkRed
14 აპრილი 2015 12:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

პერეირა, დეპაი, იანუზაი, დი მარია, იანგი და ნანი. ბევრი გამოდის ძალიან belay
0
№13
ავტორი: Malboro463
14 აპრილი 2015 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
იანუზაი იჯარით ესპანეთში გაუშვან
0
№14
ავტორი: RojoDiablo
14 აპრილი 2015 13:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ნანის ან დააბრუნებენ ან არა, პერეირას ან დაიტოვებენ ან არა, იანგის ბედიც გასარკვევია, დეპაისაც ან ვიყიდით ან არა. ჯერ რა იცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: GeorgeBest
14 აპრილი 2015 15:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იანუზაი გაუშვან იჯარით ათამაშდება. ნანიც თუ დააბრუნეს მერე უკვე სულ აღარ ექნება შანსი მოხვედრის, კონკურენცია უფრო გაიზრდება. ეხლა კიდევ დი მარია ვერაა ხოდზე და დაჟე იანგი ჯობნის
0
№16
ავტორი: Wardell
14 აპრილი 2015 15:51
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გაუშვან იჯარით პრემიერ ლიგაში იანუზაი, აქ დარჩენას ჯობია რამე დაამტკიცოს.
0
№17
ავტორი: nikomari
14 აპრილი 2015 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
დეპაი თუ მოვიდა მაშინ იანუზას ადგილი ნაგდად აგარ იქნება, აშკარად ვერ თამაშობს, რამდენჯერ მისცა შანსი მაგრამ... დეპაი 1000 თავით ჯობია იანუზას და ძალიან მაგარია!!!
0
№18
ავტორი: VaRdo
15 აპრილი 2015 04:56
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იანუზაის იმედი კაი ხანია დავკარგე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№19
ავტორი: temo-scholes
15 აპრილი 2015 07:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ვახო ( G G M U),
makaveli,
+1+1

sastav damijeret ianuzai ityvis tavis setyvas da ara mxolod 1 sezonshi..., is chveni gundis lideri gaxdeba!!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top