"წითელი ეშმაკები" კონკურენტების დამარცხებას აპირებენ.
ლუი ვან გაალმა ზაფხულის ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ ედინსონ კავანი დაისახა, რადგან რობინ ვან პერსის გაყიდვასა ცდილობს და რადამელ ფალკაოს შეძენას არ აპირებს.
კავანის შეძენა "არსენალის" მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერსაც სურს, რომელიც მომდევნო წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ისახავს მიზნად.
მაგრამ "იუნაიტედი" ოპონენტების დამარცხებას დიდძალი თანხის გამოყენებით შეეცდება, რაც ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერს მოასწავებს.
"წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა მზად არის პსჟ-ს კოლუმბიელის კონტრაქტის გამოსასყიდად 60 მლნ. ფუნტი შესთავაზოს, თავად ფეხბურთელს კი ხელფასის სახით კვირაში 300 ათას ფუნტს სთავაზობს, რაც კავანის რუნისთან ერთად "ოლდ ტრაფორდზე" ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.
ვან პერსისა და ფალკაოს გუნდიდან წასვლა "იუნაიტედს" საშუალებას მისცემს კვირაში 460,000 ფუნტი დაზოგოს, რასაც კავანის დასაინტერესებლად გამოიყენებს.
ვენგერი აცნობიერებს, რომ "იუნაიტედს" ფინანსურ ჭიდილში წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, ამიტომ მზადაა თავდამსხმელი სხვა გუნდში მოძებნოს.
თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ საფრანგეთის დედაქალაქში თავს კარგად გრძნობს, თუმცა მომავალში არაფერს გამორიცხავს.
წყარო:
dailystar