კვირას გამართული მატჩის შემდგომ, სერ ალექსმა ასეთი განცხადება გააკეთა, ამ ეპიზოდის შესახებ:" რობინ ვან პერსის გაუმართლა, რომ ის დღეს სიკვდილს გადარჩა.ვფიქრობ, რომ ეს მომენტი ყველაზე ცუდი რამაა, რაც ამ ბოლო წლებში მინახავს.ვფიქრობ საფეხბურთო ასოციაციამ უნდა განიხილოს ეს მომენტი საგულდაგულოდ.ვიცი, რომ ეს ფეხბურთელი დაისჯება, მაგრამ არსებობს უფრო მკაცრი სანქციები ამასთან დაკავშირებით, რაც ყველაზე საშიშია, ეს მე ბოლო წლების განმავლობაში არ მინახავს"
მაგრამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ არანაირი სანქციები არ დააწესა უილიამსთან დაკავშირებით და არც მომენტი გაარჩიეს კარგად – გვამცნობს The Guardian...
ორშაბათს ეშლი უილიამსის მხარდამჭერად, ინგლისის პრემიერ ლიგის რამოდენიმე მწვრთნელიც გამოვიდა, რომელთა შორის იყო რობერტო მარტინესი:"ყველამ კარგად ნახა ეპიზოდი და ამ ეპიზოდის საშიშროებაც, რომელიც იქ გამოჩნდა.მიიღო თავში ასეთი დარტყმა ძალიან რთულია.მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ უილიამსმა ეს სპეციალურად არ გააკეთა.მე მასთან ვმუშაობდი და ვიცი, რომ ის ასეთი ფეხბურთელი არაა."
"ნიუკასლის" მწვრთნელმაც ასევე განაცხადა, რომ ამ მომენტმა "ძალიან დათრგუნა სერ ალექსი":"რა თქმა უნდა, როდესაც თქვენი მოთამაშე საშიშროების ქვეშ იმყოფება, თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რომ დაიცვათ ის.მე არ ვფიქრობ, რომ ეს მომენტი იყო ისეთი საშინელი, როგორც სერ ალექსი გადმოგვცემს.ლაინსმენების მხრიდან ეს მომენტი უფრო ცუდათ ჩანდა"