ლუი ვან გაალი თანამემამულის თაობაზე შეთავაზებს განიხილავს.
რობინ ვან პერსიმ შესაძლოა ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს, რადგან ვან გაალი გუნდის გადახალისებას გეგმავს.
რობინს მოქმედი კონტრაქტის მიხედვით მხოლოდ 1 წელი აკავშირებს "იუნაიტედთან" და როგორც მოსალოდნელია, "იუნაიტედი" მხოლოდ 12-თვიან ხელშეკრულებას სთავაზობს ზაფხულში გაყიდვის პირობით.
31-წლის ფორვარდის კლუბიდან წასვლის შემთხვევაში ვან გაალი რობინს პსჟ-ს ფორვარდით, ედინსონ კავანით ჩაანაცვლებს.
ამჟამად ჰოლანდიელ ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მას რამდენიმე მატჩი გაუცდა.
2012 წელს "არსენალიდან" "იუნაიტედში" გადაბარგების შემთხვევაში ვან პერსიმ პირველი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მისმა თამაშმა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს მეოცე ტიტული მოუპოვა.
მაგრამ ტრავმა და ცუდი ფორმა ვან პერსის საშუალებას არ აძლევს მსგავსი რამ მიმდინარე სეზონშიც გაიმეოროს და "იუნაიტედი" აპირებს ფეხბურთელს დროულად განშორდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ლუისა და რობინს კარგი ურთიერთდამოკიდებულება აქვთ და რობინი მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებსაც კი კაპიტნობდა, ვან გაალს სურს ფეხბურთელისთვის უკეთესი გუნდი გამოძებნოს, სადაც საკუთარი თავის გამოვლენას კვლავ მოახერხებს.
უკანასკნელი მატჩი ვან პერსიმ "სუონსის" წინააღმდეგ ჩაატარა, რომელშიც "წითელი ეშმაკები" 2-1 დამარცხდნენ, მას შემდეგ კი პრემიერ ლიგაში "იუნაიტედმა" ზედიზედ 5 ჩაატარა და ხუთივე მოიგო, რითაც ოთხეულში ადგილი გაიმყარა.
წყარო:
mirror