თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2015, 04:41
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 3222,
კომენტარები: 17
წითლების “აღდგომა” !
დღეს 2015 წლის 6 აპრილია და ზუსტად ერთ კვირაში უდიდესი მართმადიდებლური დღესასწაული მოგვადგება კარს. რა საკვირველია, საუბარი მაქვს აღდგომაზე, რომელსაც ქრისტიანების მართმადიდებლური ნაწილი ფერადი, განსაკუთრებით კი წითელი კვერცხებით ეგებება. წითელი ჩემთვის სიმბოლური ფერია – თუ ის ვინმესთვის ასოცირდება სისხლთან, პომიდორთან, ბარათთან ან თუნდაც სააღდგომო კვერცხთან, ჩემთვის წითელი ფერი “მანჩესტერ იუნაიტედის” სიმბოლოა.
წითლების “აღდგომა” !
ხანგრძლივი წარმატების შემდეგ გასულ წელს “იუნიატედს” ისეთი დღე გაუთენდა, მტერს რომ არ ვუსურვებ. ერთი შეხედვით უშეცდომო გენიოსმა, ალექს ფერგიუსონმა, 26 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ საკუთარი ოფლით აწყობილ გუნდს ისეთი მწვრთნელი დაუტოვა, მუდამ გახარებულ გულშემატკივარს კინაღამ ინსულტი დამართა. ფერგიუსონი – კაცი, რომელიც მუდამ აღგზნებული იყო სხვა გუნდების დამარცხების სურვილით და ვერასოდეს იკმაყოფილებდა ვნებას, 100%-ით იმპოტენტმა დევიდ მოიესმა ჩაანაცვლა. ამან რა შედეგი მოუტანა მანჩესტერს, ვფიქრობ ყველას კარგად გვახსოვს, მაგრამ რამდენიმე წინადადებით მაინც გავიხსენოთ ავად სახსენებელი 2013-14 წლის სეზონი და შევადგინოთ მოკლე თაიმლაინი.

1) საშინელი საზაფხულო სატრანსფერო პოლიტიკა. (მხოლოდ ერთი შენაძენი)
2) საშინელი საზაფხულო ტურნე (შვიდი მატჩიდან მხოლოდ ორი მოგება)
3) ქომუნითი შილდის მოგება (უიგანის წინააღმდეგ)
4) კარგი სტარტი, საშინელი გაგრძელება.
5) წაუგებელი ჯგუფური ეტაპი ჩემპიონთა ლიგაზე.
6) პრემიერ ლიგის პირველი წრის დასასრულში მეექვსე ადგილი.
7) ხუან მატას გადმობირება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში.
8) “ტოტენჰემთან” , “ჩელსისთან” , “ლივერპულთან” და “სიტისთან” მარცხი.
9) 22 აპრილს მოიესის დათხოვნა.
10) პრემიერ ლიგის სეზონის მეშვიდე ადგილზე დასრულება.

ერთი სიტყვით და ბევრი ანალიზის გარეშე, “იუნიატედი” ერთი წლით გარდაიცვალა. შოტლანდიელმა მოიესმა სასწაულმოქმედი “მანჩესტერ იუნიატედი” თავისი გაუაზრებელი სქემებითა და ექსპერიმენტებით მძიმედ აწამა, შემდეგ პრემიერ ლიგის ცხრილში გუნდის სახელი და ღირსება პირველი ადგილიდან მეშვიდე ადგილამდე აზიდინა, ბოლოს კი ჯვარს აცვა. ზუსტად ისე (მნიშვნელობით), როგორც რომაელებმა აწამეს ნაზარეველი იესო ქრისტე, შემდეგ ეკლესიის ღირსება (ჯვარი) გოლგოთის მთამდე აზიდინეს, ბოლოს კი ჯვარს აცვეს. იესო ქრისტეს აღდგომისთვის სამი დღე დასჭირდა, “მანჩესტერ იუნიატედს” კი თითქმის ერთი წელიწადი.

შეიძლება მკითხველმა მკრეხელობაში ჩამითვალოს ქრისტესა და “იუნიატედის” ამბის შედარება, თუმცა რა ჩემი ბრალია, რომ მართლა არსებობს ამ ორ ისტორიას შორის დამთხვევა?!

ზაფხულში გადაწყდა, რომ გარდაცვლილ “იუნიატედს” ჰოლანდიელი ლუი ვან გაალი ჩაიბარებდა და მანჩესტერის ფანებში იმედის ახალი, თანაც საკმაოდ დიდი ნაპერწკალი გაჩნდა. ამ ყველაფერს დაემატა საზაფხულო ტურნეს არაჩვეულებრივად ჩატარება, ხმაურიანი ტრანსფერები და ვან გაალის დამაიმედებელი კომენტარები.

კომენტარები კარგია, მაგრამ ლუის საქმე მაინც და მაინც კარგად ვერ წავიდა. ამოჩემებულმა ტაქტიკამ (3-5-2) “იუნიატედს” ბევრი მნიშვნელოვანი ქულა დააკარგვინა (“სუონსი”, “სანდერლენდი” , “ბარნლი” , “ლესტერი” , “ვესტ ბრომვიჩი”) . ჰოლანდიელი კი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მისი ფილოსოფია აუცილებლად იმუშავებდა და გუნდი ათამაშდებოდა ისე, როგორც საჭირო იყო. ნოემბრიდან თითქოს შვებით ამოვისუნთქეთ, ზედიზედ ექვსი თამაში მოიგო ლუის გაწრვთნილმა გუნდმა და მათ შორის სკაუზერების დამარცხებაც ითვლება (3:0) . პირველი იანვრისთვის, კი, გასულ წელთან შედარებით, “იუნიატედმა” სამი ადგილით წაიწია წინ და მესამე ადგილზე დაასრულა პრემიერ ლიგის პირველი წრე – გუნდში ძვრა უკვე იგრძნობოდა.

2015 წლის პირველი მატჩიდან დღემდე, “იუნიატედმა” თორმეტი თამაში ჩაატარა და შესაძლო 36 ქულიდან, 28 აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ორჯერ დამარცხდა და ორჯერაც ფრე ითამაშა. მართალია, გადასარევი და გულისწასვლამდე სასიხარულო ამბავი არაა, თუმცა სამწვრთნელო თვალსაზრისით “იმპოტენტი” მწვრთნელის შემდეგ, აშკარად დაეტყო გუნდს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია საქმის კეთება.

მარტო ქულების აღება და გამარჯვება ხომ არაა? ნურავინ მიწყენს, მაგრამ რობინ ვან პერსის ტრავმამ გუნდის თამაშზე დადებითად იმოქმედა. რატომ? – იმიტომ რომ, თითქმის ცენტრალურ მცველად ქცეულმა უეინ რუნიმ ისევ მოირგო საკუთარი პოზიცია და ნაირნაირი გოლი გააქვს. ვან გაალმაც უკლო სიჯიუტეს და ინოვაციური სქემიდან, რომელიც არ მუშაობდა, ტრადიციულ 4-4-2-ზე გადაინაცვლა, რასაც შედეგი მოჰყვა. განსაკუთრებით ბოლო სამი თამაშია “იუნაიტედში” ძველი "მანჩესტერის" სახე ირეკლება, რაც განსაკუთრებით მახარებს და მაძლევს ოპტიმიზმის შენარჩუნების საშუალებას.

დადგა თუ არა წითლების “აღდგომის” ჟამი? – ზემოთ აღვნიშნე, რომ აღდგომასა და “იუნიატედის” ამბავს შორის არის კალენდარული თუ მნიშვნელობითი დამთხვევა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მომდევნო მატჩი “წითელმა ეშმაკებმა” 12 აპრილს, მოსისხლე მტრების, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ უნდა ჩაატარონ. თუ “ცისფრებს” მოვუგებთ, ჩავთვალოთ, რომ “იუნიატედი” საბოლოოდ აღსდგა და ერთმანეთს წითელი კვერცხები მივუჭახუნოთ, თუმცა მანამდე ტრადიციულად წარმოვთქვათ “ქრისტე აღსდგა” და არატრადიციულად ვუპასუხოთ – “იუნაიტედიც”.

ბედნიერ აღდგომას გისურვებთ !

სტატიის ავტორი : დიმიტრი სანაია
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Shrek
6 აპრილი 2015 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ყოჩაღ ძალიან მაგარი სტატიაა და დარწმუნებული ვარ თითოეულ ჩვენთაგანს სჯერა რომ იუნაიტედი დაუბრუნდება თავის ადგილს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Man United ! ! ! ♥
№12
ავტორი: Count Alucard
6 აპრილი 2015 17:53
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იუნაიტედის აღდგომა, აღდგომა დღეს, იმედია აღსრულდება ეს და სულ აღმასვლა ექნება გუნდს.
0
№13
ავტორი: fergie.27
6 აპრილი 2015 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
კაი სტატიაა დიმა ყოჩაღ
0
№14
ავტორი: GeorgeBest
6 აპრილი 2015 20:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორც ყოველთვის good2

ყველა თავის პოზიციაზე რომ დგას რა კარგად თამაშობს გუნდი. ერერას გოლი გოლზე გააქვს როცა სკამზე ვალპობდით კაცს, მატაც ძალიან კარგია, რუნი ესე თუ გააგრძელებს ბომბარდირობისთვის იბრძოლებს მგონი wink სეზონის დასასრული ძალიან კარგად მიდის love
0
№15
ავტორი: love united
6 აპრილი 2015 20:51
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ფერგი აღდგება კვირას :დ
0
№16
ავტორი: Macklemore
6 აპრილი 2015 22:05
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ დიმა. ყოველთვის მიყვარდა შენი სტატიების კითხვა.
მე მჯერა იუნაიტედი აღდგება და მომავალ წელს ტიტულისთვის ბრძოლაშიც ჩავებმევით. 4ეული უკვე გარანტირებული გვაქვს და აწი აღარააქ გადამწყვეტი მნიშვნელობა რომელზე გავალთ. თუმცა რატომაცა არა? გავიდეთ მეორეზე!
0
№17
ავტორი: VaRdo
7 აპრილი 2015 16:42
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დიმააა love საღოლ მევასება შენი სტატიები სულ. კარგი იჰნება ხშირად თუ დაწერ ხოლმემ სგავს სტატიებს ბრატ :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top