5-04-2015, 16:10
ნანახია: 2428,
კომენტარები: 13
"იუნაიტედი" ხედირას გადმობირებას ეცდება
გერმანელი ნახევარმცველი შესაძლოა მალე "გაეშმაკდეს".
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველის, სამი ხედირას გაფორმებას ეცდება.
28 წლის მსოფლიო ჩემპიონს კონტრაქტის ვადა მიმდინარე ზაფხულს ეწურება, რითაც "იუნაიტედს" მისი უფასოდ დამატების შანსი უჩნდება.
ხედირას გაფორმებას ევროპის სხვა მრავალი კლუბიც ცდილობს, "იუნაიტედი" კი მის მოხიბვლას კვირაში £200,000 - იანი ანაზღაურებით აპირებს.
იმ შემთხვევაში თუ ხედირა "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება, იგი "იუნაიტედის" პირველი გერმანელი ფეხბურთელი გახდება.
"იუნაიტედს" ევროპის სხვა კლუბებთან ერთად, კონკურენციას პრემიერ ლიგის სამი კლუბი "ჩელსი", "არსენალი" და "ლივერპული" გაუწევენ.
წყარო:
sportsmole.co.uk
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.