თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2012, 20:53
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2054,
კომენტარები: 11
სერ ალექსი:” რობინის მოსვლით კლუბმა დიდი ნაბიჯი გადადგა”
სერ ალექსი აფასებს პერსის წვლილს გუნდის წარმატებაში და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩევს.
სერ ალექსი:” რობინის მოსვლით კლუბმა დიდი ნაბიჯი გადადგა”
ჰოლანდიელმა თავდამსმელმა 22 მატჩში 15 გოლი გაიტანა, მათ შორის სასიცოცხლო მნისვნელობის გოლები და მნიშვნელოვანი ქულები მოაპოვებინა გუნდს. შოტლანდიელი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ის ყველაზე გამორჩეულია გუნდში:” ვფიქრობ მანჩსტერ იუნაიტედმა საშობაო საჩუქარი ძალიან ადრე მიიღო. ეს მოხდა მაშინ, როცა ვან პერსისთან გავაფორმეტ კონტრაქტი. ამით არ მინდა ვთქვა, რომ ერთი ფეხბურთელის კულტს ვემხრობი. ფეხბურთში წარმატება მხოლოდ დალაგებულ გუნდურ თამაშს მოაქვს. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდში არის ფეხბურთელი, რომელიც გამარვებების კატალიზატორია”

”ჩვენ ასეთივე სიტუაციაში ვიყავით, როცა ერიკ კანტონა გავიფორმეთ. ეს ფეხურთელი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. ის გახდა ჩვენი გამარჯვებების კატალიზატორი და უდიდესი ტრამპლინი წარმატებისაკენ. ის არ იყო ნაყიდი რეკორდულ თანხად, თუმცა მან თავისი ტალანტი ისე გამოამჟღვნა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. უკვე სეზონის ნახევარი გავიარეთ. მინდა გითხრათ, რომ რობინ ვან პერსი გადამწყეტ როლს თამაშობს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.”

სერ ალექსი აღნიშნავს არა მარტო ჰოლანდიელის გატანილ გოლებს, არამედ რეზულტატურ პასებსაც:” მან გუნდის თამაში გააუნჯობესა. მან უკვე 15 გოლი გაიტანა, უეინ რუნისთან ერთად კი მომაკვდინებელი დუეტი შექმნა. მათ თავიანტი ძლიერება სიტისთან და სანდერლენდთან დაამტკიცეს. მათ უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ. ბევრჯერ შევნიშნე, რომ რობინი ბევრ რჩევებს აზლევს ახალგაზრდებს. ასეთი ურთიერთობები ნამდვილი ბონუსია ჩვენი გუნდისთვის. ყველასათვის ნათელია, რომ ვან პერსის მოსვლით კლუბმა დიდი ნაბიჯი გადადგა წინ და გააუმჯობესა შეტევითი პოტენციალი”

წყარო: Redevils.Ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Ví Ví
25 დეკემბერი 2012 17:15
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
აბა რააააააა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top