თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2015, 18:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2589,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "ტიტულისთვის ბრძოლა არ დასრულებულა"
ვან გაალი ჩემპიონობის იმედს არ კარგავს.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს სჯერა, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ აქვს პრემიერ ლიგის მოგების შანსი.

შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" ლუი ვან გაალის შეგირდები "ასტონ ვილას" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

ამ დროისთვის "წითელი ეშმაკები" ლიდერ "ჩელსის" 8 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. ვან გაალს კი სჯერა, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს. უკვე ვთქვი, რომ ყველაფერი ბოლოს გახდება ცნობილი. როცა 11 მატჩში 13 ქულა ავიღეთ, ჩვენ გაკრიტიკებას აგრძელებდნენ, მაგრამ ვთქვი, რომ სეზონის ბოლოს ყველაფერი გამოჩნდებოდა.

რბოლაში სივიწროვე ჯერ კიდევ არსებობს და "ლივერპულთან" ერთად მასში "ტოტენჰემიც" მონაწილეობს. რა თქმა უნდა, ორივე მათგანს უკვე ვძლიეთ, მაგრამ წინ პირველ სამ გუნდთან გვაქვს სათამაშო. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჯერ-ჯერობით კი ტიტულის მოგების მათემატიკურ შანსს ვინარჩუნებთ.

არც მიკვირს. ყოველდღე ვშრომობთ და უნდა გამოჩენილიყო, როგორ რეაგირებენ ფეხბურთელები ვარჯიშის ჩემეულ მეთოდებზე. ხანდახან მრავალჯერ მიხდება ახსნა, ფეხბურთელებისთვის იოლი არ არის. ხანგრძლივი პროცესია.

სულ თავიდან დავიწყეთ, არამიმდევრულები ვიყავით და შედეგს ვერ ვაჩვენებდით. ნაბიჯი გადავდგით, ახლა მიმდევრულებიც ვართ და შეძლებულებიც.

შესაძლოა ახლა ამ პროცესში საბოლოო ნაბიჯებს ვდგამთ. ამის იმედი მაქვს. ბოლო ხუთი მატჩით ვსჯი, მაგრამ დრო გვიჩვენებს, რადგან ორი მარცხი და შენი თავდაჯერება ქრება.

"ლივერპულთან" მატჩის შემდეგ გავიფიქრე, რომ საერთაშორისო შესვენება უდროო იყო, მაგრამ ვნახე როგორ იასპარეზეს ჩემმა ფეხბურთელებმა ნაკრებში და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ფეხბურთელების ჩემს ხედვას ამტკიცებს."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Wardell
4 აპრილი 2015 15:10
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
4-ჯერ მოვუსმინე და ცამეტს ამბობს :დდდ დავიჯერო იქ ვინც იჯდა იმათზე კარგი სმენა მაქ? :D თან ლოგიკურადაც 13 ჯდება პირველ 11 ტურში მაგდენი ქულა გვქონდა.
0
№12
ავტორი: AkkRed
5 აპრილი 2015 09:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მეც მაგის იმედი მაქვს, რატომღაც ბოლო 3 ტურში ისევ 3 გუნდი იქნება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში და ბოლოს ჩვენ დავრჩებით გამაჯრვებულები.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top