დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალურმა მცველმა მატს ჰუმელსმა განაცხადა, რომ საკუთარ მომავალს გერმანიის ფარგლებს გარეთ ხედავს.
26-წლის გერმანელი მცველი ვან გაალის ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ ითვლება. თავად ფეხბურთელს, რომელსაც 35 მლნ. ფუნტად აფასებენ, ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება თავისი მომავლის შესახებ, თუმცა კარიერის დასრულებას ბუნდესლიგაში არ აპირებს.
"ბორუსიას" ხელმძღვანელობას ბევრი ვესაუბრე და ვიცი, რომ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ. თუმცა საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ მიმიღია.
სიმართლე გითხრათ, საზღვარგარეთ გადასვლა პროფესიონალური და პერსონალური კუთხით წამადგება. მინდა ერთხელ ბუნდესლიგა დავტოვო.
ამას გულახდილად ვამბობ, რადგან არ მომწონს ხალხი, ვინც ამბობს, რომ რჩება, კულისებს მიღმა კი საიდუმლოდ აგვარებს სატრანსფერო საქმეებს.
ისე მოვიქცევი, როგორც კარგი იქნება ჩემი კარიერისთვის და როგორც მე მომინდება. ყველამ იცის, როგორ მომწონს დორტმუნდში თამაში, მაგრამ მინდა ასევე დარწმუნებული ვიყო, რომ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ძლიერი გუნდის ნაწილი ვარ.
ვთამაშობთ ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის ლიგაზე თუ საერთოდ არ ვართ ევროთასებზე, სულერთია - ეს ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენას არ იქონიებს." - განაცხადა ჰუმელსმა.