"ლივერპულის" მცველმა მარტინ შკრტელმა განაცხადა, რომ ის დე ხეასთან ინციდენტის გამო თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
"მერსისაიდელთა" მცველმა, რომელმაც ამის გამო სამ მატჩიანი დისვალიფიკაცია მიიღო შემდეგი კომენტარი გააკეთა: "თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ. ჩვენ შევეცადეთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუმცა საბოლოოდ სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მივიღე."
"ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო. დე ხეასთვის განზრახ არ დამიბიჯებია. ბურთის მოსაპოვებლად ბოლომდე ვიბრძოლე და მსურდა მეკარე ნახტომით ჩამომეცილებინა, მაგრამ შემთხვევით მას დავაბიჯე."