რამდენი "წითელი ეშმაკი" გამოიძახეს ნაკრებში.
"მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელი მიმდინარე კვირაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაში საკუთარი ქვეყნის ნაკრებებს დაეხმარებიან და არა მარტო ევროპის ჩემპიონატზე.
"წითელ ეშმაკებს" ყველაზე მეტი წარმომადგენელი ინგლისის ნაკრებში ჰყავთ. პარასკევს "უემბლიზე" ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ
უეინ რუნი, მაიკლ კერიკი, ფილ ჯონსი და
კრის სმოლინგი ითამაშებენ, ხოლო
ლუკ შოუ იძულებული გახდა ჰოჯსონის გუნდის რიგები ტრავმის გამო დაეტოვებინა. "სამი ლომი" მომდევნო სამშბათს იტალიაში ამხანაგურ მატჩზე გაემგზავრება.
მარუან ფელაინი ბელგიის ნაკრების რიგებში კვიპროსისა და ისრაელის ნაკრებებს დაუპირსპირდება. ხოლო
პედი მაკნეირი და
ჯონი ევანსი შესაძლოა ჩრდ. ირლანდიის ნაკრებებში ოთხშაბათს შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ, სანამ ფინეთის ნაკრებს ოფიციალურ მატჩში შეცვდებიან.
ამავდროულად,
დეილი ბლინდი საკუთარი ქვეყნის რიგებში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებს. ხოლო
დავიდ დე ხეას იმედი აქვს, რომ უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდება. "წითელი ეშმაკების" მეკარე ესპანეთის ნაკრებში ერთადერთი მანჩესტერელია, რადგან
ხუან მატა და
ანდერ ერერა არ გამოიძახეს.
ბლინდი და დე ხეა შესაძლოა ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ, როცა სამშაბათს მათი ქვეყნის ნაკრებები ამსტერდამში ერთმანეთს შეხვდებიან.
რობინ ვან პერსი კი ჰოლანდიის ნაკრებში თავისი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.
"იუნაიტედის" ოთხი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელიც გამოძახებულნი არიან ნაკრებებში:
ანხელ დი მარია და
მარკოს როხო არგენტინის, ხოლო
ანტონიო ვალენსია ეკუადორის ნაკრებში.
რაც შეეხება
რადამელ ფალკაოს, კოლუმბიელი ხუთშაბათს ბაჰრეინს, ოთხი დღის შემდეგ კი ქუვეითს შეხვდება.
წყარო:
manutd.com