თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2015, 18:18
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2349,
კომენტარები: 11
ახალი კონტრაქტი ინგლისურ ტრიოს
"მანჩესტერ იუნიატედი" მზადაა ახალი კონტრაქტები შესთავაზოს ინგლისელებს.
ახალი კონტრაქტი ინგლისურ ტრიოს
როგორც ბრიტანული გამოცემა "The Mirror" იტყობინება, "მანჩესტერ იუნიატედი" მზადაა ახალი კონტრაქტები შესთავაზოს კრის სმოლინგს, ფილ ჯონსს და ეშლი იანგს.

ბოლო რამდენიმე მატჩში სმოლინგმა და ჯონსმა კარგი წყვილი ჩამოაყალიბეს დაცვის ცენტრში და სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე სწორედ მათ განიხილავს ლუი ვან გაალი ძირითადის ფეხბურთელებად. რაც შეეხება ეშლი იანგს, წარუმატებელი სტარტის შემდეგ მან საბოლოოდ მოახერხა ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდში თავის დამკვიდრება.

მიმდინარე კონტრაქტი სამივე ფეხბურთელს 2016 წლის დასაწყისში უმთავრდება, ამიტომ "იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ფეხბურთელების წარმომადგენლებთან. გამოცემის ცნობით ინგლისელთა ტრიო უახლეს მომავალში მიიღებს 3-4 წლიან კონტრაქტებს. კლუბი იმედოვნებს, რომ შეთანხმება დაბრკოლებების გარეშე ჩაივლის.

წყარო: ManUtd.ru
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Goginashvili777
25 მარტი 2015 14:10
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ბედნიერი დილა გამითენდააო lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top