"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ კლუბში თავის გამოჩენას მოახერხებდა.
სეზონის პირველ ნაწილში "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი "ატლეტიკის" ყოფილ ფეხბურთელს საკმაოდ მცირე სათამაშო დროს აძლევდა. თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა. ყველა ტურნირის გათვალისწინებით ერერა ბოლო შვიდ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში გამოდის.
25-წლის ესპანელს, რომელიც "იუნაიტედს" 29 მლნ. ფუნტი დაუჯდა, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ახალ კლუბში თავის გამოჩენასა და ახალ პირობებთან შეგუებას მოახერხებდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - მსოფლიოს მეორე ყველაზე მდიდარი კლუბია და ნიჭიერი ფეხბურთელების ძიებას აგრძელებს. ადაპტირებისთვის ყველას სჭირდება დრო.
ახლა უფრო მეტს ვთამაშობ, მაგრამ როცა არ ვთამაშობდი, შინაგანად ყოველთვის მესმოდა, რომ აქ არა რამდენიმე თვით, არამედ 5-წლით მოვედი.
ვან გაალთან დისტანციას ვიჭერ. ძლიერი ხასიათის მქონე კარგი ადამიანია. დისციპლინა უყვარს და მას გუნდში განსაკუთრებულად მეთვალყურეობს. უყვარს ბურთის ფლობა და არ მოსწონს მისი დაკარგვით გარისკვა.
თავდაპირველად ჩემზე ბრაზდებოდა, რადგან ყოველთვის ვცდილობდი ბურთის მიღებას, ბურთის ფლობა მინდოდა, ბურთს ველოდებოდი." - განაცხადა ერერამ.