"ინტერის" თავდამსხმელ მაურო იკარდის პრემიერ ლიგის სამი კლუბის: "ჩელსის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტისგან" შეთავაზებები აქვს.
22-წლის არგენტინელი ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს მილანურ კლუბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას.
რობერტო მანჩინის გუნდის მიერ ბოლო კვირაში ნაჩვენები შედეგის ფონზე, რაც ევროპის ლიგიდან გავარდნასა და სამპდორიასთან სერია A-ში მარცს გულისხმობს, იკარდის სრული საფუძველი აქვს კლუბის პერსპექტივებში დაეჭვდეს.
Evening Standard-ი თავის იტალიურ წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ იკარდიზე პრეტენზიას სამი ინგლისური კლუბი და მადრიდის "ატლეტიკო" აცხადებს.
ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 22 მლნ. ფუნტი იქნება. მაუროს გაყიდვას "ინტერს" არა მარტო გართულებული მოლაპარაკებები, არამედ ფინანსური მდგომარეობაც აიძულებს.
ჭორების თანახმად, იკარდის ხელფასის სახით კვირაში 90 ათასი ფუნტი სურს - ეს თანხა პრემიერ ლიგის გუნდებისთვის მისაღებია, რაც შესაძლოა მიუღებელი იყოს "ატლეტიკოსთვის".