"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი გარი ნევილი თვლის, რომ ლუი ვან გაალმა როგორც იქნა მოახერხა "წითელი ეშმაკებისთვის" სწორი სქემის პოვნა.
4-3-3 სქემის გამოყენებით "იუნაიტედმა" გუშინ "ტოტენჰემი" 3-0-ით გაანადგურა და ნევილს მიაჩნია, რომ ვან გაალმა ასეთი სქემის გამოყენება მომავალშიც უნდა გააგრძელოს. "როცა მოვიდა, ყველას ეგონა, რომ ამ სქემას გამოიყენებდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრები სამი მცველით ათამაშა და წინასასეზონო ტურნეს დროს გადაწყვიტა "იუნაიტედშიც" ეცადა.
სამი მცველით აბსოლუტურად ყველა წინასასეზონო მატჩში თამაშობდა, მაგრამ რამდენიმე ოფიციალური მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ეს სქემა თავიდან მოეშორებინა.
შემდეგ ითამაშეს "რომბით", ახლა კი 4-3-3-ით. ალბათ, ეს ის არის, რასაც ყველა დასაწყისშივე ელოდა.
არ ვფიქრობ, რომ ძალიან მალე იუარებს ამ სქემას, რადგან "ტოტენჰემთან" მატჩში მათი საუკეთესო თამაში აჩვენეს ამ სეზონში და გაცილებით უკეთესი, ვიდრე ნებისმიერ წინა მატჩში.
თითოეული ფეხბურთელი პოზიტიურად გამოიყურებოდა და წინ წასვლას ჩქარობდნენ. არ იყო გრძელი გადაცემები, სამაგიეროდ იყო წინ გაკეთებული კარგი პასები. ცენტრალური მცველებიც კი იჩენდნენ ხანდახან თავს და კარგ გადაცემებს აკეთებდნენ.
მიმდინარე სეზონში დრო და დრო დაცვიდან ნელა ამოდიოდნენ, დღეს კი ეს არ შეიმჩნეოდა. კარგია." - განაცხადა ნევილმა.