"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი სკანდალურ ვიდეოს გამოეხმაურნენ.
"ტოტენჰემთან" მატჩის წინ პრესამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ იბრძვის "სტოკის" მცველი ფილ ბარდსლი უეინ რუნის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელს ძლიერი დარტყმის შემდეგ უგონოდ ძირს სცემს.
უეინ რუნის ამ სკანდალზე თავისებური პასუხი ჰქონდა, რომელსაც "დეზებთან" მატჩში გოლის გატანის შემდეგ მიმართა.
რასაც შემდეგ კომენტარი დაურთო: "ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ დღეს. ეს ჩემს სახლში მოხდა, მაგრამ საჯარო არ იყო. ეს არის ის, რასაც აკეთებენ მეგობრები - სახლში სულელობენ. კერძო სახლში ორი მეგობარი შეიკრიბა და იქიდან როგორღაც ვიდეო ეროვნული გაზეთების პირველ გვერდზე გაჩნდა."
ლუი ვან გაალმა თავის შეგირდს მხარი დაუჭირა და შემდეგი რამ განაცხადა: "ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომ ასეთ რამეებზე გვიხდება საუბარი - გაზეთებმა ამ ვიდეოში დიდი თანხა გადაიხადეს და ამაზე მე უნდა ვუპასუხო? მსოფლიო გაგიჟდა? არ მინდა ასეთ კითხვებს პასუხი გავცე."