უეინ რუნი მოხარულია იმით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემის" 3-0 დამარცხება მოახერხა და პრემიერ ლიგის საუკეთესო 4 გუნდს შორის ადგილის დამკვიდრებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
"წითელი ეშმაკები" "ოლდ ტრაფორდზე" უშუალო კონკურენტის წინააღმდეგ სათამაშოდ გავიდნენ, როცა "მანჩესტერ სიტის" "ბარნლისთან" თავისი მატჩი წაგებული ჰქონდა, ხოლო "საუთჰემპტონმა" "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" 1-1 ეთამაშა.
"ვიცოდით, რომ დიდი მატჩი იყო. განსაკუთრებით "მანჩესტერ სიტის" წაგებისა და "საუთჰემპტონის" ფრის შემდეგ. "ტოტენჰემთან" ქულების მოპოვება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სამი დიდებული ქულა გვაქვს.
ამ სეზონში კარგად ცოტაჯერ ვითამაშეთ. პირველი ტაიმი მიმდინარე სეზონის საუკეთესო 45 წუთი იყო. მეორე ტაიმში არ გვინდოდა სამ გოლიანი უპირატესობის დაკარგვა, ამიტომ კარგად დავიცავით თავი და მატჩი მოვიგეთ." - განაცხადა რუნიმ.
რუნიმ 34-ე წუთზე სოლო რეიდის შემდეგ უგო ლორისს მესამე გოლი გაუტანა, მისთვის კი სეზონის მე-13 გოლი გამოდგა.
"ნამდვილად კარგი გოლი იყო. ვგონებ, ბენტალები შეცდა და ბურთს დავეუფლე, დავინახე, რომ გვერდით თანაგუნდელები არ მყავდა და უბრალოდ დაცვას თავს დავესხი. საბედნიეროდ, ბოლომდე გავედი და გავიტანე." - დაასრულა რუნიმ.