თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2015, 23:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2869,
კომენტარები: 13
ლუი: "ფეხბურთს ორი კლუბი თამაშობს"
ლუი ვან გაალის კომენტარი მატჩის შემდეგ.
ლუი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი თვლის, რომ "ტოტენჰემის" დამარცხებით მისმა გუნდმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგა.

დაცვაში ორგანიზებული და თავდასხმაში შეწყობილი თამაშის წყალობით "წითელმა ეშმაკებმა" "დეზებს" 3-0 მოუგეს და უშუალო კონკურენტს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დიდი პრობლემები შეუქმნეს.

"სასტარტო 5 წუთის გარდა მატჩის მიმდინარეობას სრულად ვაკონტროლებდით. ლამაზი გოლები გავიტანეთ და მეტოქეს ჩვენს კართან არაფრის შექმნის უფლება არ მივეცით. ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

შეგვიძლია ჩვენი თამაშით, შედეგით და "არსენალთან" განცდილ მარცხზე ჩვენი რეაქციით კმაყოფილები ვიყოთ. როცა ასეთი უიღბლობა გდევს, ფანტასტიური გუნდური სული უნდა გამოავლინო და დღეს ეს დავინახე."
- განაცხადა ვან გაალმა.

ვან გაალი საკუთარი გუნდის წარმატებულ შედეგსა და კარგ თამაშს ოპონენტის დამსახურებადაც თვლის.

"პირველი გოლის გატანის შემდეგ თავდაჯერებულობა გეზრდება და ცოტა უფრო სწრაფად თამაშობ, მაგრამ ეს ასევე იმიტომ მოხდა, რომ "ტოტენჰემს" ფეხბურთის თამაში სურდა. ფეხბურთის სათამაშოდ კი ყოველთვის ორი კლუბი გჭირდება."

ტრავმის მოშუშების შემდეგ მაიკლ კერიკმა სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საგოლე გადაცემითა და გოლით გამოირჩა.

"მაიკლ კერიკი არა მარტო ჩემი ვიცე-კაპიტანი, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა. მას ბურთის გადაცემა არა მარტო ფლანგზე, არამედ წინაც შეუძლია. მოედნის ცენტრში ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება."

ჰოლანდიელი სპეციალისტი "ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებულ გამარჯვებას მხოლოდ პირველ ნაბიჯად მიიჩნევს და თვლის, რომ წინ უფრო დიდი მატჩები ელოდება.

"წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და წინ გველის შეხვედრა "ლივერპულთან", რომელიც ასევე ჩვენი კონკურენტია."

ანგარიშის გამხსნელი გოლი ბელგიელმა ნახევარმცველმა, მარუან ფელაინიმ გაიტანა, რომელმაც სწორედ კერიკის გადაცემა გამოიყენა.

"მან რამდენიმე მატჩი ითამაშა, სადაც გავლენა მოახდინა. მარუანს აქვს გოლები და ასევე საგოლე გადაცემები. ჩვენ კი ახლა ნახევარდაცვაში სწორედ ასეთი ფორმით ვთამაშობთ და ეს კარგია."
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
16 მარტი 2015 09:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ხო ვამბობდი 3 გოლი გავათქო winked
0
№12
ავტორი: RojoDiablo
16 მარტი 2015 10:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
dachi_mu,
ზუსტად ეს ვიგულისხმე, რომ მოედანზე მაგათი ყოფნა ერთმანეთს არ უშლის ხელს. თუნდაც ცენტრში იდგეს ბლინდი, მატას ადგილი მაინც რჩება. უბალოდ არ ათამაშებს და ეგაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: chudikone
16 მარტი 2015 11:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ასე ერთბაშად სუყველა ფეხბურთელი რამ გადარია pokerface
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top