თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2015, 11:22
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3120,
კომენტარები: 12
ექსპერტები "იუნაიტედის" პერსპექტივებზე
Sky Sports-ის ექსპერტები "მანჩესტერ იუნაიტედის" პერსპექტივებზე საუბრობენ.
ექსპერტები
Sky Sports-ის ექსპერტებმა ტელემაყურებლებს თავისი აზრები გაუზიარეს იმის შესახებ, თუ რომელ ადგილზე დაასრულებს "მანჩესტერ იუნაიტედი" სეზონს.

მეტ ლე ტისიე:

"ვფიქრობ, "იუნაიტედის" პერსპექტივები მომდევნო ხუთ ტურზეა დამოკიდებული. თუ ისინი საკმარის ქულებს მოიპოვებენ, მაშინ სეზონის ზედა ოთხეულში დასრულება გარანტირებული აქვს. თუმცა მართალი გითხრათ, ოპონენტების ძალითა და საკუთარი სისუსტეების გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ ვან გაალის გუნდი ამას ვერ შეძლებს. ჩემი აზრით, "იუნაიტედი" ოთხეულში ვერ შევა."

ფილ ტომპსონი:

"სწორედ მომდევნო ხუთი მატჩი გვიჩვენებს იმას, თუ რომელ ადგილს დაიკავებს "იუნაიტედი". ამჟამად არაორგანიზებული დაცვა გუნდის მთავარი უბედურებაა. ანტონიო ვალენსიას მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში დროებითია, თუმცა ვან გაალი მას ამ პოზიციაზე მთელი სეზონის განმავლობაში იყენებს. "მანჩესტერ იუნაიტედის" არც ერთი მცველი არ აკეთებს თავის სამუშაოს 100 პროცენტით. "ლივერპული" და "არსენალი" ამჟამად "იუნაიტედზე" უფრო კარგ ფორმაში არიან და სწორედ ისინი დაიკავებენ ოთხეულს."

ჩარლი ნიკოლასი:

"იუნაიტედი" ოთხეულისათვის საკმარისად კარგი არ არის. მათ ძალიან რთული თამაშები ელოდებათ და ვფიქრობ, ისინი საჭირო ქულებს ვერ მოიპოვებენ. ვან გაალის მოთამაშეებს საკუთარ შესაძლებლობათა რწმენა არ აქვთ. ამის თქმა თვით უეინ რუნიზეც შეიძლება. ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ვერ მოხვედრა "იუნატედისათვის", როგორც ფინანსური, ასევე "ოლდ ტრაფროდზე" ფეხბურთელების მოზიდვის თვალსაზრისითაც დიდი დარტყმა იქნება."

პოლ მერსონი:

"მანჩესტერ იუნაიტედი" ვერ აკეთებს იმას, რასაც ადრე აკეთებდა. თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემთან" დამარცხდება, შეიძლება ითქვას, რომ რომ ისინი ოთხეულში მოხვედრის შანსს გამოემშვიდობებიან. მათ ძალიან რთული თამაშები ელოდებათ. ლუი ვან გაალს საკუთარი თერთმეტეული ჯერ კიდევ ვერ აურჩევია და კლუბმაც არ იცის, თუ ვინ იქნება მათთვის საუკეთესო მენეჯერი."

მერსეს ვერდიქტი: "დეზებთან" დამარცხებით, "იუნაიტედი" ოთხეულს საბოლოოოდ გამოემშვიდობება."

წყარო: SkySports
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
16 მარტი 2015 01:36
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მოდი იდი ნახუით რა.
0
№12
ავტორი: Manchester United 14
16 მარტი 2015 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ჩემი აზრით მესამე ადგილზე დასრულებენ სეზონს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top