დე ხეას მეგობარი გოგონა მანჩესტერით არ არის აღფრთოვანებული.
მომღერალი, ედურნე გარსია იზიარებს იმ შეხედულებას, რომ მაცივრის უკანა ნაწილი უფრო ლამაზია ვიდრე ქალაქი მანჩესტერი. ამ მოსაზრებას ედურნე ესნაპურ ტელევიზიასთან ინტერიუში დაეთანხმა ოთხშაბათ საღამოს.
ედურნე აღიარებს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის ამ ქალაქს ვარდისფერი სათვალით უყურებს, ის გახლავთ რომ აქ მისი შეყვარებული დავიდ დე ხეა ცხოვრობს და ასპარეზობს. ამ საქციელით მან შესაძლოა მანჩესტერის მილიონიანი მოსახლეობა განარისხა, თუმცა ის ამაზე სულაც არ დარდობს, რადგან მაისის ბოლოს უფრო მნიშვნელოვანი "სადარდებელი" ელის, ის ესპანეთის სახელით გამოდის ევროვიაზიაზე.
აღნიშნულ საღამაზო, El Hormiguero-ზე ედრუნეს ჰკითხეს მის ვიზიტების შესახებ მანჩესტერში.
"ჩემთვის უთქვამთ რომ მანჩესტერი უფრო უშნოა, ვიდრე მაცივრის უკანა მხარე. რა თქმა უნდა, ეს ქალაქი მართლაც არ გამოირჩევა სილამაზით. იქაურობაზე ლამაზი ადგილები ნამდვილად არსებობს.""ესპანეთიც უფრო ლამაზია. ერთადერთი მიზეზი რატოც შეიძლება მომწონდეს მანჩესტერი ის არის, რომ იქ დავიდი ცხოვრობს. მასთან ყოფნისას ყველაფერი საუცხოო მეჩვენება."ედურნეს ამ შეხედულებამ შესაძლოა მისი შეყვარებული აიძულოს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდეს. მოგეხსენებათ, რომ ჭორები დე ხეას "რეალში" გადასვლასთან დაკავშირებთ დღესაც აქტუალურია.
ედურნემ და დე ხეამ ერთმანეთი საქველმოქმედო CD-ის ჩაწერისას, 2010 წელს, მადრიდში გაიცნეს და მას შემდეგ ერთად არიან. როგორც უკვე ვთქვით ედურნე იანვარში ესპანეთის სახელით წარსდგება ევროვიზიაზე.
"დავიდი ისეთივე ბედნიერი იყო, როდესაც ამ ამბის შესახებ ვუამბე, როგორიც ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები." აგრძელებს ედურნე.
"ხალხი, ვისაც უყვარხარ იზიარებენ შენს სიხარულს. მე და დავიდი ერთად ძალიან ბედნიერები ვართ. ის თავისი კარიერის გამო ვერ სცილდება მანჩესტერს, თუმცა იმედი მაქვს საბოლოოდ დადგება დრო, როდესაც ჩვენ ყველანი ყველაფერს ერთად გამოვცდით." - დაასრულა მომღერალმა.
ქალაქი - მანჩესტერი
წყარო:
Mirror