"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა, ანტონიო ვალენსიამ თავის თანაგუნდელებს და ფანებს ბოდიში მოუხადა მის მიერ დაშვებულ შეცდომების გამო, რაც FA თასის საფასურად დაუჯდათ "წითელ ეშმაკებბს."
ლუი ვან გაალის მართველობის ქვეშ, ვალენსია მარჯვენა მცველად ხშირად გვევლინება. სწორედ მისმა უპასუხისმგებლო თამაშმა შექმნა ის გოლი, რომელიც დენი უელბეკმა გაიტანა და ყოფილი გუნდი ტურნირის მიღმა დატოვა. ანტონიოს აგრეთვე ბრალი მიუძღვის "მეთოფეების" პირველ გოლში, როდესაც ოქსლეიდ-ჩემბერლენს სათანადო მეურვეობა ვერ გაუწია და საგოლე მომენტიც შეიქმნა.
ეკუადორელმა ვინგერმა საკუთარ Instargam-ზე ბოდიში მოიხადა, რომელიც ასე ჟღერს: "მე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს თანაგუნდელებს და "იუნაიტედის" ქომაგებს. ხვალ ახალი დღეა და ერთად გავნაგრძოთ მუშაობა."
ბოლო კვირის მოვლენებიდან გამომდინარე, 29 წლის ვინგერის ადილი ძირითად შემადგენლობაში შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, ვინაიდან რაფაელ და სილვამ, რომელმაც 21 წლამდელთა რიგებში შესანიშნავი გოლი გაიტანა, საკუთარი თავი გაახსენა "იუნიატედის" ფანებს და ლუი ვაან გაალს. ამ უკანასკნელმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ანტონიო "არსენალთან" მატჩში საუკეთესოდ გამოიყურებოდა.