"საუთჰემპტონის" ლეგენდა ლე ტისიე, რომელიც ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტად მუშაობს, თვლის, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს.
მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალის შეგირდები ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებენ, ლე ტისიეს მიაჩნია, რომ სეზონის ბოლოს ისინი მხოლოდ მე-6 ადგილზე გავლენ.
"ნიუკასლთან" მატჩში ძალიან გაუმართლათ. ის სამი ქულა უშუალოდ დე ხეას დამსახურება იყო. ცოტათი უცნაური იყო ვან გაალისგან იმის მოსმენა, რომ გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა.
ვფიქრობ, ასეთი თამაშით სეზონს მე-6 ადგილზე დაასრულებენ. "საუთჰემპტონი" ამჟამად მათზე უკეთ გამოიყურება და მათი თამაში უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს." - განაცხადა ლე ტისიემ.
ექსპერტის აზრით, სატურნირო ცხრილის პირველი ექვსეული ასეთ სახეს მიიღებს: