AS-ი ირწმუნება, რომ "ბარსელონა" მზადაა პედრო როდრიგესს "ნოუ კამპის" დატოვების საშუალება მისცეს.
27 წლის ფეხბურთელი "ბარსაში" ბედნიერი არ არის, რადგან სასტარტო შემადგენლობაში მის ადგილს სულ უფრო მეტი საფრთხე ექმნება - უკანასკნელ ასეთ საფრთხეს კი ლუის სუარესის შეძენა წარმოადგენს. შედეგად, მიმდინარე სეზონში პედრომ ყველა ტურნირის მასშტაბით სულ 1 626 წუთი ითამაშა.
ცნობილია, რომ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ესპანელის დიდი თაყვანისმცემელია, თუმცა მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებს ლუი ვან გაალი და არსენ ვენგერიც აკვირდებიან.
კატალონიელები კი ფეხბურთელს 25-30 მლნ. ევროს სანაცვლოდ გაუშვებენ.