თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2015, 01:40
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2292,
კომენტარები: 19
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი"
აირჩიე შენი შემადგენლობა
შაბათს "იუნაიტედი" საკუთარ "ოლდ ტრაფორდზე" "სანდერლენდს" უმასპინძლებს და ეცდება, წინა ტურში განცდილი მარცხის გამო შური იძიოს. ამ ტურში "ეშმაკების" უშუალო კონკურენტები რთულ შეხვედრებს ატარებენ, რითაც "წითლებმა" უნდა ისარგებლონ და წინსვლა განაგრძონ.

როგორც პრეს-კონფერენციიდან გავიგეთ, "იუნაიტედის" ლაზარეთში მხოლოდ რობინ ვან პერსია, ამის გათვალისწინებით, ლუის კვლავ დიდი არჩევანი აქვს. ვან გაალის მსგავსად, ჩვენც ვგრძნობთ არჩევანში თავისუფლებას და გთავაზობთ სავარაუდო თერთმეტეულს.

დაცვა:

აირჩიე შენი შემადგენლობა


ბოლო თამაშებია თითქმის ბოლომდე გამოიკვეთა ის ოთხეული, რომელიც ვან გაალისთვის დღესდღეობით საუკეთესოდ ითვლება. რადგან არცერთი მათგანი ტრავმას არ უჩივის, დიდი ალბათობით ოთხივე კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება. მართალია, რაფაელი სრულ მზადყოფნაშია და ყველას მიაჩნია, რომ სწორედ ბრაზილიელია მარჯვენა მცველის პოზიციაზე იდეალური ვარიანტი, თუმცა მას ვან გაალი ნამდვილად არ წყალობს და მხოლოდ რეზერვებში თამაშის საშუალება თუ ეძლევა.

ნახევარდაცვა:

აირჩიე შენი შემადგენლობა


გუნდს დაუბრუნდა მაიკლ კერიკი, თუმცა არ მგონია, ინგლისელი ოპტიმალურ შემადგენლობაში იყოს და პირველივე წუთებიდან თამაში შეძლოს, ამიტომ ცენტრალური ზონის გამაგრების იდეალური ვარიანტი ბლინდი-ერერას დუეტია. ჰოლანდიელი - დინჯი, მშვიდი და სტაბილურია, ხოლო ანდერმა ყველას, მათ შორის, ვან გაალსაც დაანახა, რომ ნამდვილად არის ძირითადი შემადგენლობის ღირსი. ამ წყვილის წინ 3 - მოძრავი, კრეატიული, სწრაფი და მაღალი დონის მოთამაშე, რომლებიც, რა თქმა უნდა, მუდამ გაცვლიან ადგილებს და მეტოქის მცველებს ყველანაირად თავგზას აიბნევენ.

თავდასხმა:

აირჩიე შენი შემადგენლობა


რობინის ტრავმა კოლუმბიელ ფორვარდს კიდევ ერთ შანსს აძლევს და ამაზე ყურადღება ლუიმაც გაამახვილა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე. რადამელს დასამტკიცებელი აქვს, რომ ის ნამდვილად არის სრულფასოვანი კონტრაქტის ღირსი, ამისთვის კი მას იდეალური შანსი აქვს. ნაკლებად სავარაუდოა ახალგაზრდა უილსონის ხილვა, რადგან ჯეიმსმა სარეზერვო გუნდში თამაშისას მცირე დაზიანება მიიღო.

სრული შემადგენლობა: დე ხეა, ვალენსია, ჯონსი, როხო, შოუ, ბლინდი, ერერა, მატა, რუნი, დი მარია, ფალკაო.

აირჩიე შენი შემადგენლობა


ეთანხმებით თუ არა ავტორს?

კი
არა
ნაწილობრივ

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
19 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
28 თებერვალი 2015 13:07
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კაი ტაქტიკაა, მაგრამ ლუიმ ნურას უკაცრავადო ♥
0
№12
ავტორი: Esi
28 თებერვალი 2015 13:42
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
Mshvenieri shemadgenlobaa vetanxmebi avtors.
0
№13
ავტორი: Goginashvili777
28 თებერვალი 2015 13:44
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577


აი ჩემი 11-ეულიც love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№14
ავტორი: RojoDiablo
28 თებერვალი 2015 13:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Goginashvili777,
გურამ შენი შემადგენლობის სქემა როგორია? 4-1-1-2-1-1? lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: Goginashvili777
28 თებერვალი 2015 13:54
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
4-1-1-1-1-1-1 lol ნორმალური წყობაა, თან პერეირა მინდა ძირითადში, იქნებ გადაააფიქრებინონ წასვლა crying
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№16
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 თებერვალი 2015 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327


ესეიგი: დაცვიდან ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ჯონსის მაგივრად ჯობია სმოლინგი დადგეს იმიტო რო აშკარად არაა ფორმაში, ნახევადაცვას რაც შეეხება, აქ საყრდენებათ ბლინდი და ფელაინი დავაყენე, აი რაც შეეხება ერერას ვფიქრობ მარჯვნივ უკეთესი იქნება, თუმცა ერერა აქ მარჯვენა ვინგერის პოზიციაზეა, მაგრამ ალბათ მიხვდებით რო ერერა იმოძრავებს ცენტრიდან მარჯვნივ. აი რაც შეეხება ფალკაოს, მე მიმაჩნია რომ ფალკაო სკამზე უნდა იჯდეს და რუნის ერთხელ მაინც მივცეთ სრული თავისუფლება თავდასხმაში და ნუ თუ არაფერი გამოვიდა აქედან მერე ფალკაო შეუწყვილდეს. მატაც თავის საყვარელ პოზიციაზე იქნება.
0
№17
ავტორი: NoExcess
28 თებერვალი 2015 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
წესით დღეს ისეთი თავდასხმის დუეტი გვეყოლება, ჰანდიკაპით მოგება გარდაუვალია. ფალკაო ვაბშე არ გამოიყვანონ ჯობია. 3-5-2 სისტემას ვფიქრობ და მოუხდება კიდეც. არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი ოდესმე, მიუხედავად პერსის დიდი პატივისცემისა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ტრამვირებულია.
0
№18
ავტორი: Goginashvili777
28 თებერვალი 2015 15:00
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
დღეს დიდი იმედი მაქვს, რომ ვინგერად ეშლის ვიხილავთ და ერთადერთი ცენტრფორვარდი მოედანზე !! უაზააააა ! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№19
ავტორი: Macklemore
1 მარტი 2015 14:19
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რამდენი ხანია ერთ წყობაზე ვოცნებობ, მაგრად მაინტერესებს ერერა და მატა რო შეუწყვილდნენ გამთამაშებლებად და თავდამსხმელად რუნი. ფლანგებზე დი მარია და იანუზაი და საყრდენზე ბლინდი. მგონია რო ცენტრი იფრენს. შეგვიძლია ესპანურ დუეტზე მთელი თამაშის აგება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top