თბილისი:
მანჩესტერი:
28-02-2015, 00:00
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3917,
კომენტარები: 16
"იუნაიტედმა" პოგბასგან საბოლოო პასუხი მიიღო
პოგბას საგა დასრულდა
"იუნაიტედის" ბოსს, ლუი ვან გაალს, ზაფხულში მსოფლიო კლასის ნახევარმცველის შეძენა სურს და სამიზნეთა სიაში პოლ პოგბა მას უკვე დიდი ხანია ჰყავს. ვინაიდან კევინ სტროტმანი "რომას" დატოვებას ჯერ არ აპირებს, "მანჩესტერელები" მილიონების დაბანდებას პოგბაში აპირებდნენ, თუმცა ფრანგი ნახევარმცველი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებით დაინტერესებული არ არის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ "წითლები" ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ. Dailystar ირწმუნება, რომ პოგბა "იუვენტუსში" ბედნიერია და კლუბის დატოვება რომც მოუწიოს, მას "იუნაიტედზე" ბევრად უკეთესი ვარიანტები აქვს.
ფეხბურთელი ინგლისელებმა 3 მილიონად გაყიდეს და ახლა მისი ღირებულება 80 მილიონი ფუნტია. ვან გაალს ხელმძღვანელობა საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრისთვის 150 მილიონ ფუნტს ჰპირდება, მაგრამ როგორც ჩანს, ლუის სხვა ნახევარმცველის პოვნა მოუწევს. "იუნაიტედმა" ბოლო 18 თვეში მხოლოდ ნახევარმცველებში 107 მილიონი ფუნტი დახარჯა (მატა, ერერა, ფელაინი, ბლინდი), თუმცა ჰოლანდიელი სპეციალისტი მაინც აპირებს ცენტრის გაძლიერებას.
სტროტმანი და "სპორტინგის" ვარსკვლავი უილიამ კარვალიო ვან გაალის რადარზე რჩებიან, მაგრამ პოგბა უკვე აღარ. "იუვენტუსის" დატოვების შემთხვევაში, მის მომავალ კლუბად იტალიური პრერსა მადრიდის "რეალს" განიხილავს.

წყარო: dailystar.co.uk
ახალი ამბები, ტრანსფერები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
28 თებერვალი 2015 10:28
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Udidesi shecdoma davushvit!
0
№12
ავტორი: PaLoMo
28 თებერვალი 2015 11:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4141
Ra strootmani gadaobt?sheileba vabshe vegar itamashos da moashoret aqedan

Ra strootmani gadaobt?sheileba vabshe vegar itamashos da moashoret aqedan
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 თებერვალი 2015 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არ შეიძლებოდა ამის გაშვება და ეხლა გვიანია უკვე ამის დაბრუნებაზე ფიქრი!!!
0
№14
ავტორი: AkkRed
28 თებერვალი 2015 13:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს თუ რეალში გადავიდა მაშინ მოდრიჩი დავითრიოთ
0
№15
ავტორი: RedTeen
28 თებერვალი 2015 13:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
თუ არც დაბრუნდება რაა.. :/
0
№16
ავტორი: Macklemore
1 მარტი 2015 14:22
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ისე რა ტვინი გაღუნეთ ამ პოგბათი. გასაგებია რო მაგარია და მეც მაგრად მომწონს და მინდა გუნდში, მაგრამ წავიდა და წავიდა. რაღას მიტირით. ამ კაცის გაშვება იქნებოდა?? კიი იქნებოდა. მაგის დედაც არ ვატირე. ისეთები წასულან გუნდიდან და არ დაქცეულა გუნდი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top