თბილისი:
მანჩესტერი:
23-12-2012, 19:50
ავტორი: Esi,
ნანახია: 3754,
კომენტარები: 37
ტიტანთა ბრძოლა!
შეხვედრა,რომელიც ფინალზე უფრო საინტერესო და დაძაბულია...
ტიტანთა ბრძოლა!
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდება მანდრიდის რეალს. რა თქმა უნდა ეს შეხვედრა უკვე შერაცხეს ფინალზე უფრო საინტერესო დაპირისპირებად.

ორი დიდებული კლუბი,რომელსაც გააჩნია რამდენიმე საუკუნოვანი წარმატებული ისტორია.ორი დიდებული კლუბი,რომელმაც თავისი სახელი დატოვა ევროპაში.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 10 საინტერესო ფაქტს,რომელიც უფრო დაძაბულ და საინტერესოს გახდის ამ დაპირისპირებას.




კრისტიანო რონალდო ბრუნდება ოლდ-ტრაფორდზე

ტიტანთა ბრძოლა!

პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო ბრუნდება ოლდ-ტრაფორდზე და მოუწევს ითამაშოს თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.ბრუნდება იქ,სადაც მან შეძლო გამხდარიყო მსოფლიოში თვალშისაცემი ფეხბურთელი.მან მანჩესტერში ყოფნისას კლუბთან ერთად მოიგო თითქმის ყველაფერი.
მას მოუწევს იმ გარემოში თამაში,სადაც ერთ დროს მას ტაშს უკრავდნენ და უმღეროდნენ.მას მოუწევს ითამაშოს თავისი მეგობრებისა და იმ მწვრთნელის წინააღმდეგ,რომელმაც ის ნამდვილ ფეხბურთს აზიარა.
უეინ რუნის,მაიკლ კერიკისა და რიო ფერდინანდის განცხადებით ისინი სულმოუთმენლად ელოდებიან თუ როდის დაბრუნდება რონალდო ოლდ ტრაფორდზე.






ჟოზე მაურინიო

ტიტანთა ბრძოლა!

ჯოზე მაურინიო,რომელიც გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკოსი მსოფლიოში.მაურინიო ძალიან კარგად იცნობს ინგლისურ ფეხბურთსა და ასევე მანჩესტერ იუნაიტედს,რომლის წინააღმდეგაც მას არა ერთი შეხვედრა ჩაუტარებია.როდესაც ის ჩელსის მთვარი მწვრთნელი იყო მისი და სერ ალექსის დაპირისპირება ძალიან დაძაბული,საინტერესო და ემოციებით აღავსე იყო,გარდა ამისა ისინი ერთმანეთთან მეგობრობენ და რამდენიმე დღის წინ ფერგიუსონმა განაცხადა,რომ მაურინიოსათვის საუკეთესო ღვინოს შეარჩევს.
თუ რა გამოუვა მას უკეთესად მანჩესტერის წინააღმდეგ,ამისათვის საჭიროა დაველოდოთ და თვალყური ვადევნოთ ამ შეხვედრას.



სერ ალექს ფერგიუსონი

ტიტანთა ბრძოლა!

როგორც ჟოზე მაურინიო ასევე სერ ალექს ფერგიუსონი ეცდება რაღაც ახალი გეგმა შეიმუშავოს მადრიდის რეალის წინააღმდეგ.სერ ალექსი არა ერთხელ შეხვედრია ჟოზე მაურინიოს ჩემპიონთა ლიგაზე და არა ერთხელ დაუპირისპირდა ის მადრიდის რეალს,როგორც მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი.
სერ ალექსი აუცილებლად ეცდება გამოიყენოს მისი ბრწყინვალე თავდასხმის ხაზი ამ შეხვედრაში და ასევე მას სჩვევია ძალიან კარგად თუ როგორ გადაანაწილოს სეზონის განმავლობაში ამა თუ იმ ჩემპიონატზე ძალები,სადაც მანჩესტერ იუნაიტედი მონაწილეობს და ასეთი სწორი გადანაწილება ძალებისა შესაძლოა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც აღმოჩნდეს ამ შეხვედრაში.


მანჩესტერ იუნაიტედი 4-3 მადრიდის რეალი (ჩემპიონთა ლიგა,2003 წელი: ოლდ ტრაფორდი)





გააგრძელებს მანჩესტერის თავდასხმა დონიმირებას?

ტიტანთა ბრძოლა!

2012 წლის ზაფხულში რობინ ვან პერსის მანჩესტერ იუნაიტედში გადმოსვლის შემდეგ წითელი ეშმაკების თავდასხმის ხაზი ძალიან გაძლიერდა,რაც ამ სეზონშიც დადასტურდა.უეინ რუნი და რობინ ვან პერსი ჯერ კიდევ ერთმანეთში შეწყობის პროცესში არიან,მაგრამ წელს მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან შემტევი გუნდია,რაც ამ ორი ფეხბურთელის კარგ თამაშზე აისახება.შინჯი კაგავას დაბრუნების შემდეგ ამ ორ ფეხბურთელს კიდევ უფრო გაუმარტივდება საქმე თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ მათ უკან შინჯი კაგავა,ანტონიო ვალენსია და ეშლი იანგი იქნებიან.





გაიბრწყინებს მადრიდის რეალის თავდასხმის ხაზი?

ტიტანთა ბრძოლა!

თუ მადრიდის რეალის შეტევის ხაზს გადავხედავთ მაშინ მივხვდებით,რომ რეალს ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შეტევის ხაზი.

და რეალის შეტევის ხაზი მარტო რონალდოთი არ ისაზღვრება.რეალს ისეთი ფეხბურთელები ჰყავს თავდასხმაში,როგორებიც არიან მესუთ ოზილი,ანხელ დი მარია,კარიმ ბენზემა და გონსალო იგუაინი.ალბათ თქვენც კარგად იცით,რომ ზემოდხსენებული ფეხბურთელები მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან თავიათნ პოზიციაზე.ამ სეზონში მადრიდის რეალს თითქმის ყველა შეხვედრაში გააქვს გოლი,რომელიც ამ ფეხბურთელების კარგ თამაშზე აისახება.ასე,რომ თუ გავითვალისწინებთ მანჩესტერისა და რეალის შეტევით ხაზს,მაშინ ეს შეხვედრა ძალიან გახსნილი და უხვგოლიანი უნდა აღმოჩნდეს.






ბრძოლა ნახევარდაცვაში.

ტიტანთა ბრძოლა!

ამ პოზიციაზე მადრიდის რეალის უპირატესობა აშკარაა,რადგან სამი ხედირასა და ჩაბი ალონსოს წინააღმდეგ თამაში მოუწევთ ტომ ქლევერლისა და მაიკლ კერიკს.ამ სეზონში ორივე გუნდში ეს პოზიცია კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.სავარაუდოდ ტომ ქლევერლი რეალის წინააღმდეგ ითამაშებს,რადგან მისთვის ეს სეზონი ძალიან კარგია და თუ მან ამ ტემპით გააგრძელა თამაში,მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ის მადრიდის რეალის წინააღმდეგ შეხვედრაში სასტარტოში იქნება.სამი ხედირასა და ჩაბი ალონსოს გარდა არ უნდა დაგვავიწყდეს ხორვატი ლუკა მოდრიჩი,რომელიც ამ სეზონში შეიძინა მადრიდის რეალმა და ამ ფეხბურთელს შეუძლია რომელიმე მათგანი შეცვალოს და თან პლუს მოდრიჩი მანჩესტერულ კლუბს ძალიან კარგად იცნობს,რადგან ტოტენჰემში თამაშისას მოდრიჩს არა ერთხელ მოუწია თამაში მანჩესტერის წინააღმდეგ.





ანტონიო ვალენსია თუ კრისტიანო რონალდო?

ტიტანთა ბრძოლა!

როგორც უკვე ვიცით რონალდო გამორჩეულია თავისი კარგი დრიბლინგითა და სისწრაფით.ხოლო მისი შეჩერება მოედანზე თითქმის წარმოუდგენელია და ძალიან დიდ შავს სამუშაოს მოითხოვს,რომელსაც ამ შეხვედრაში წესით და რიგით ანტონიო ვალენსია იკისრებს.ვალენსია თავის დროზე რონალდოს შემცვლელად მოვიდა მანჩესტერ იუნაიტედში და წელს მან 7 ნომრიანი მაისურიც კი მოირგო.ვალენსია რონალდოს ტიპის შემტევი ნახევარცმველია,რომელსაც შეუძლია ფლანგზე ძალიან სწრაფად გაიქცეს და მეტოქეს ზუსტი გადაცემა გაუკეთოს საჯარიმოში,მაგრამ ამასთანავე რონალდოსთან ახლოსაც კი ვერ მივა დრიბლინგით,მაგრამ სამუშაოს რასაც ვალენსია ასრულებს ნაყოფიერია კლუბისათვის და წარმატებულია უმეტეს მომენტებში.კიდევ ერთი პლუსი,რაც ვალენსიას რონალდოსგან განსხვავებით აქვს არის ის,რომ ეკვადორელს შეუძლია დაცვაში ძალიან კარგი თამაში.





მანჩესტერ იუნაიტედის დაცვითი ხაზი.

ტიტანთა ბრძოლა!

ამ სეზონში ერთადერთი სუსტი წერტილი,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში გამოკვეთილია ეს დაცვის ცენტრია.მოგეხსენებათ გუნდის კაპიტანს ნემანია ვიდიჩს ტრავმა აწუხებს და რიო ფერდინანდს ხან ჯონი ევანსი,ხან სმოლინგი უწყვილდება და შედეგიც სახეზეა.მანჩესტერის დაცვა წელს ძალიან სუსტად გამოიყურება.იშვიათია შეხვედრა,სადაც მანჩესტერ იუნაიტედი გოლს არ უშვებს.მაგრამ ამავდროულად ერთი სასიხარულო ამბავი მანჩესტერელების შტაბიდან,ნემანია ვიდიჩი უკვე გამოჯამრთელდა და სავარაუდოდ რეალთან დაპირისპირებამდე მწყობრში უნდა ჩადგეს.ვიდიჩისა და ფერდინანდის დუეტი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში,მიუხედავად,რომ ორივე უკვე ასაკშია.





იკერ კასილასის როლი მადრიდის რეალში.

ტიტანთა ბრძოლა!

მადრიდის რეალისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე იკერ კასილასი მსოფლიოში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.ის ნამდვილად ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს რეალისათვის.ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ჩატარებული 16 მატჩიდან მან მხოლოდ და მხოლოდ 14 გოლი გაუშვა.ხოლო ამ სეზონში 129 სეივი აქვს გაკეთებული,რაც მაღალი მაჩვენებელია.ამ ყველაფრის გათვალისწინებით შესწევთ ძალა უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის დალაშქრონ იკერ კასილასის კარი,რამდენჯერმე?





X-ფაქტორი

ტიტანთა ბრძოლა!

და ბოლოს,თითოეულ ჩვენგანს აწუხებს კითხვა ვინ შეიძლება გადაწყვიტოს ამ მატჩის ბედი? იქნება თუ არა ეს რუნი ვან პერსის დუეტი ან რონალდო? ვინ იქნება საუკეთესო თავისი კლუბიდან და ვინ შეძლებს გამოიჩინოს თავი ამ შეხვედრაში? შეძლებს თუ არა ტომ ქლევერლი ნახევარდაცვის ცენტრში ყველაფრის მოწესრიგებას? მიეცემა თუ არა შანსი ხავიერ ენანდესს და შეძლებს თუ არა ის გოლის გატანას მადრიდის რეალის კარში? შეძლებს პეპე გაუმკლავდეს რობინ ვან პერსისა და უეინ რუნის?

ამ კითხვებზე პასუხი ამ დროისათვის შეუძლებელია,უბრალოდ დაველოდოთ ამ დაპირსპირებას და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.



სტატია მოამზადა გოგიტა ესიავამ სპეციალურად RedArmy.Ge-სთვის...
სტატიები
37 კომენტარი
№11
ავტორი: Berba 9
23 დეკემბერი 2012 01:16
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
Lado Ghonghadze,

მე რომ დავწერე არ ქონდათ წაგებული :დ
ხო ცუდად თამაშობენ და ამ ზამთარს ალბათ ფალკაოს დაიმატებენ:) რაღაც გული მიგრძნობს:)))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№12
ავტორი: ლადო
23 დეკემბერი 2012 01:28
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Great M.U,
მე რაღაც არ მგონია ფალკაო რელაში გადავიდესს))
0
№13
ავტორი: buka oboladze
23 დეკემბერი 2012 01:41
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Nemanja Vidic,
საღოოლ ძალიანმაგარი სტატიაა გილოცავ ))
0
№14
ავტორი: VaRdo
23 დეკემბერი 2012 03:03
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: buka oboladze
Nemanja Vidic,
საღოოლ ძალიანმაგარი სტატიაა გილოცავ ))


მაგის სტატია არაა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№15
ავტორი: Zizou
23 დეკემბერი 2012 04:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
საღოლ, აი მესმის სიახლე...

თავი უნდა გავიგიჟოთ რეალთან რა, რასაც ქვია ძვლები უნდა დაყარონ ფერდინანდმა და ევრამ :D
0
№16
ავტორი: red devil
23 დეკემბერი 2012 09:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol magari statiaaa. Xolo rac sheexeba ronaldos gabrwyinebas am tamashi magis shansi titqmis 0%ia. Rato? Imitom ro fergim gazarda ronaldo da magan icis yvelaze kargad ronaldos dzlieri da susti mxare.
0
№17
ავტორი: UTD-Rule
23 დეკემბერი 2012 10:21
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ესი კარგაი ))

წააგო გუშინ მალაგასთან რეალმა ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№18
ავტორი: Ví Ví
23 დეკემბერი 2012 11:15
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ესი ჩათვალი თვის სტატიაა
0
№19
ავტორი: love united
23 დეკემბერი 2012 11:27
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ ესი!..შეტევას რაც შეეხება რეალს რონალდო ყავს თორემ დანარჩენმა შემტევებმა არც გაატრაკონ რა...
0
№20
ავტორი: ლადო
23 დეკემბერი 2012 11:43
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
love united,
რატო ბენზემას და იოზილს რას უწუნებ ეგენიც მაგრები არიან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top