"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველს, ფილ ჯონსის მიაჩნია, რომ მას შეუძლია გაამართლოს ფერგიუსონის მოლოდინი და სამომავლოდ გახდეს გუნდის კაპიტანი.
2011 წელს, "ბლექბერნიდან" 16.5 მილიონ ფუნტად ნაყიდი ფილ ჯონსი იმ დროისთვის ვერ ამართლებდა იმედებს და რასაც "ოლდ ტრაფორდი" მოელოდა, მის საწინააღმდეგოს აჩვენებდა. ეს გამოწვეული იყო მისი არასტაბილურობით, ხშირი დაზიანებებით და უხვად დაშვებული შეცდომებით, თუმცა სერ ალექსს მუდამ სჯეროდა, რომ ჯონსი სამომავლოდ გუნდის კაპიტანი და ლიდერი გახდებოდა.
ჯონსმა გულშემატკივარს გაუზიარა თავისი აზრი, თუ ვის შეიძლება ეწოდოს ნამდვილი ლიდერები, რომლებიც მისთვის მაგალითს წარმოადგენენ.
"ნდობა - ლიდერის ხარისხი. ყველაზე მთავარია - გჯეროდეს შენი შესაძლებლობების, სიტყვის და მიზნების. ჩემში შთაგონებას გუნდის კაპიტანი უეინ რუნი და მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი იწვევენ."