პრემიერ ლიგის 26-ე ტურში რობინ ვან პერსიმ ტერფის ტრავმა მიიღო.
როგორც მოსალოდნელია, ხვალ გასამართ პრეს-კონფერენციაზე ლუი ვან გაალი თანამემამულის ტრავმას დაადასტურებს.
თუმცა ჯერ-ჯერობით ზუსტად უცნობია რა დროს გამოტოვებს რობინ ვან პერსი, წინასწარი ცნობით კი შესაძლოა მის გამოჯანმრთელებას 3-4 კვირა დასჭირდეს.
შაბათს რობინმა "ლიბერთი სტედიუმი" ყავარჯნების დახმარებით დატოვა, მარჯვენა ფეხზე კი სპეციალური დამცავი ფეხსაცმელი ეცვა, რათა ტრავმის გამიზეზება თავიდან აერიდებინა.
ვან პერსიმ მიმდინარე კვირის დასაწყისში უკვე გაიკეთა სკანირება, თუმცა ზუსტი პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ვან პერსის არ ყოფნაში ძირითად შემადგენლობაში უსათუოდ დაბრუნებდა რადამელ ფალკაო, რომელიც ზემოაღნიშნულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
კოლუმბიელის კიდევ ერთი კონკურენტი, ჯეიმს უილსონი კი სარეზერვო გუნდების მატჩში დაზიანდა და ვერც ის მოახერხებს "სანდერლენდის" წინააღმდეგ თამაშს.