თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2015, 19:41
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2450,
კომენტარები: 12
ნანი: "ვან გაალი არ მელაპარაკება"
ვან გაალს პორტუგალიელის არსებობა გადაავიწყდა?!
ნანი:
ლუიშ ნანი აცხადებს, რომ ლუი ვან გაალს მასთან საუბარი არ ჰქონია მას შემდეგ რაც ვინგერმა კლუბი არენდის სახით დატოვა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ნანი სეზონის დასაწყისში "სპორტინგში" გაანათხოვრა და მას შემდეგ ამ ორ ადამიანს შორის კონტაქტი არ დამყარებულა.

ნანი აცხადებს, რომ მან ედ ვუდვორდისგან გამამხნვებელი წერილები მიიღო, მაგრამ ვან გაალი მას არ დალაპარაკებია. "არა" - გახლდათ პასუხი კითხვაზე, რომელიც გულისხმობს, დაკავშირებია თუ არა ვან გაალი ნანის მიმდინარე სეზონის მანძილზე.

"მე წერილებს ვიღებ ედ ვუდვორდისგან ჩემი გოლების და პროგრესის შესახებ. ადრე მე ანტონიო ვალენსიას ვესაუბრებოდი, მაგრამ ნომერი გამოვცვალე და ახლა ეს საქმე სხვაგვარდაა."

ნანიმ 2013 წელს 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი "იუნაიტედში" და ახლა მისი მომავალი ბურუსითაა მოცული.

"ვიცოდი ახალ მწვრთვნელთან სიტუაცია გართულდებოდა, რადგან ის განსხვავებულ სისტემას იყენებს." - აგრძელებს ნანი. "ვიცოდი რთული სათამაშო იქნებოდა. ასე რომ მე გადავწყვიტე "სპორტინგში" გადასვლა. შანსი გამოვიყენე შინ დაბრუნების, კომფორტულად ყოფნის და ფორმის აღდგენის."

"ამ მომენტში მე მხოლოდ აქ გასაწევ სამუშაოზე ვფიქრობ. ყველაფერს გავაკეთებ საუკეთესო კონდიციებს რომ მივაღწიო და რაც შეიძლება ძლიერი დავბრუნდე. შემდეგ კი ვნახავთ რას მოითხოვს მწვრთვნელი ან კლუბი ჩემგან."

"მე მიყვარს "მანჩესტერ იუნაიტედი. მე მიყვარს ეს კლუბი. ერთადერთი, რის გამოც მე "სპორტინგში" დარბუნების გადაწყვეტილება მივიღე, ეს ფორმის აღდგენაა. გასულ სეზონში ბევრი რამ ცუდად წარიმართა ტრამვების და მწვრთნელის შეცლის გამო."

"ახალი მწვრთვნელი მე არ მიცნობდა და სწორედ ამიტომ შეიცვალა ბევრი რამ. მე ბედნიერებისთვის სათამაშო დრო მჭირდებოდა. არასოდეს იცი რა გელის მომავალში. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თუ კლუბს ჩემი შენარჩუნება სურს, ვფიქრობ კარგად უნდა ვიმუშავოთ მომავალ სეზონში ახალ სისტემასთან ერთად. მაგრამ მანამდე უამრავი რამაა განსახილველი და დრო გვიჩვენებს ყველაფერს."
- დაასრულა პორტუგალიელმა.

წყარო: Mirror


უნდა მიიღოს მეორე შანსი ნანიმ?

დიახ
არა

ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
27 თებერვალი 2015 01:45
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
რა კარგად დაიწყე და მეორე კომენტარით გააფუჭე ყველაფერი 3d_6
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: AkkRed
27 თებერვალი 2015 10:44
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დაჩის ხათრით კიდე რამოდენიმე თამაშს ჩვუყურებ მანჩესტერის ფორმით თორე ისე ჯართია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top