როგორც მოსალოდნელია, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში თავის მარჯვენა მცველს, რაფაელ და სილვას გამოეთხოვება.
2013 წელს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის ოქროს მედალი მესამედ მოიპოვა. მას შემდეგ კი პროგრესირებას ვერ ახერხებს.
24 წლის მცველი ლუი ვან გაალის ნდობით ნამდვილად ვერ სარგებლობს. მიმდინარე სეზონში და სილვამ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 6 შეხვედრა ჩაატარა და მათგან უკანასკნელი, ოთხი თვის წინ "ჩელსისთან" მატჩი იყო.
Manchester Evening News ირწმუნება, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჰოლანდიელი სპეციალისტი რაფაელს კლუბს დაატოვებინებს.
მის ნაცვლად კი ლუი ვან გაალი "საუთჰემპტონის" მარჯვენა მცველის, ნათანაელ კლაინის ან "ტოტენჰემის" ამავე პოზიციაზე მოთამაშე მცველის, კაილ უოლკერის მოყვანას გეგმავს, რომელსაც დიდი ხანია უკავშირებენ "იუნაიტედს".