თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2015, 08:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2346,
კომენტარები: 11
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის მატჩისშემდგომი კომენტარი.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალის "სუონსისთან" მატჩში თავისი შეგირდების მიერ განიავებული მომენტებით დამწუხრებულია.

28-ე წუთზე დაწინაურების შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" მაშინვე მიიღეს ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი კი სუნ-იუნგისგან, თუმცა მეორე ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი კიდევ შექმნეს. ვან გაალის გუნდი ვერაფრით ახერხებდა სახლში მოთამაშე გუნდის გატეხვას და საბოლოოდ ბაფიტემბი გომისის წყალობით "სუონსიმ" გამარჯვება მოიპოვა.

"ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო მეორე ტაიმი იყო, მრავალი მომენტი შევქმენით და მოედანზე ვდომინირებდით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ეს ფეხბურთია, აქ კი ის შანსები უნდა გამოიყენო, რომელსაც ქმნი. ბევრი მომენტი გვქონდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მაგრამ მათ გაიტანეს და ყოველთვის იცი, რომ ამის შემდეგ საქმე რთულდება.

ფეხბურთელებს ვეტყვი, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ჩვენი თამაშის პროგრესირების პროცესის თვასაზრისით, კარგი მატჩი იყო. ამდენი შანსის შექმნით, დომინირებით, ასეთი სახით თამაშით ძლიერ განავითარებ გოლის გატანის უნარს, მაგრამ იღბალიც აუცილებლად გჭირდება."
- განაცხადა ვან გაალმა.

როცა ვან გაალს ჰკითხეს, იმსახურებდა თუ არა "სუონსი" გამარჯვებას, მან უპასუხა: "არა. როცა ფიქრობ, რომ ისინი იმსახურებენ გამარჯვებას, ამის შესახებ უნდა დაწეროთ კიდეც."

ხოლო როცა ჰკითხეს, რატომ დამარცხდა "იუნაიტედი", ლუიმ უპასუხა: "ამდენი შანსიდან ვერც ერთი გოლის გატანის გამო.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო. დავთვალე და ზუსტად იმდენივე მომენტი გვქონდა, რამდენიც "სუონსის", ორი გოლი გავიდა, ერთი ჩვენს კარში, ერთიც მათ კარში, ასე რომ, დიდი განსხვავება არ იყო, მაგრამ მეორე ტაიმში უკვე შეიმჩნეოდა სხვაობა.

ვფიქრობ, "სუონსის" მეორე ტაიმის პირველ წუთში ჰქონდა მომენტი და ამის შემდეგ ჩვენ ვდომინირებდით. შანსს ყოველ ორ წუთში ვქმნიდით, მაგრამ ეფექტურები არ ვიყავით.

შემდეგ კი ვიღაცის გასროლას გომისი უხვედრებს თავს, შესაძლოა თამაშგარე მდგომარეობიდანაც, არ ვიცი, და გოლი გადის, შენ კი არც ბედნიერი ხარ და არც იღბლიანი."


"სუონსისთან" განცდილი მარცხის შემდეგ "იუნაიტედის" ადგილს პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ოთხეულში საფრთხე ექმნება. თუ "საუთჰემპტონი" გამარჯვებას მოახერხებს, "წითელი ეშმაკები" მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებენ.

ვან გაალი ჰკითხეს, თუ რა გავლენა ექნებოდა "სუონსისთან" მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების მიზნის მიღწევაში, რაზეც განაცხადა: "გავლენა? ჩვენ სამი ქულა დავკარგეთ."

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
23 თებერვალი 2015 17:45
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გავლენა? ჩვენ სამი ქულა დავკარგეთ.

როდემდე უნდა ვკარგოთ ქულები მერე? angry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top