ჰოლანდიური გამოცემა "De Telegraaf" ირწმუნება, რომ ნაიჯელ დე იონგმა და ლუის ვან გაალმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და ჰოლანდიელი ფეხბურთელი ზაფხულს "იუნაიტედს" შეუერთდება.
ვან გაალს სურს ნახევარ დაცვის გაძლიერება და 30 წლის ჰოლანდიელი არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. ნაიჯელს უკვე აქვს გამოცდილება პრემიერ ლიგაში ასპარეზობისათვის, რამეთუ დე იონგი ოთხი სეზონის განმავლობაში იცავდა "მანჩესტერ სიტის" ღირსებას.
დავამატებ იმასაც, რომ "იუნაიტედი" აქტიურად ცდილობდა დე იონგის შეძენას გასულ სეზონებში, თუმცა მან "მილანი" არჩია.