"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბელგიელი ტალანტი, ინდი ბუუნენი შეიძინა.
16 წლის ფეხბურთელს კარინგტონზე ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
"ბოლტონიდან" იჯარით აყვანილი ენდი კელეტისა და "სოლფორდ სიტიდან" სადიქ ელ ფიტურის შეძენის შემდეგ ინდი უკანასკნელი შენაძენი იქნება.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა "საუთპორტის" 19 წლის თავდამსმხელის, დრიუ ლიუისის შეძენაც სცადა.
შემტევი ნახევარმცველი, ინდი ბუუნენი "არსენალსა" და "მანჩესტერ სიტისთან" იყო დაკავშირებული, ასევე ევროპის სხვა გუნდებთანაც.
მაგრამ მან "იუნაიტედში" გადასვლა ისურვა.
კომენტარში კი განაცხადა:
"სიზმარს ჰგავს. ვარჯიშის პროცესი რთულია, მაგრამ როცა გავაცნობიერე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შემიძინა, დაღლილობას ვერ ვგრძნობდი."ბუუნენმა თავისი ფოტო ფეისბუქ გვერდზე ატვირთა, სადაც თავისი თანამემამულის, ადნან იანუზაის მაისურის ფონზე პოზირებს.
"იუნაიტედის" სახელს ბუუნენის 13 წლის ძმას, სეპესაც უკავშირებენ, რომელიც ნიჭიერ მეკარედ ითვლება.
წყარო:
M.E.N.