როი კინსა და სერ ალექს ფერგიუსონს შორის დაძაბული ურთიერთობა ჯერ კიდევ არ ჩახშობილა, რამეთუ პარიზიდან მანჩესტერში დაბრუნებისას ერთმანეთი არ შეიმჩნიეს.
Charles de Gaulle-ის აეროპორტში სერ ალექსიცა და როი კინიც AF1068 თვითმფრინავში ისხდნენ და დაახლოებით საათნახევრიანი ფრენის განმავლობაში ერთმანეთს ყურადღებასაც კი არ აქცევდნენ.
ფერგიუსონი და კინი სამშაბათს "ჩელსისა" და პსჟ-ს მატჩს დაესწრნენ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პარიზში გაიმართა.
სერ ალექსი მატჩის მიმდინარეობას ტრიბუნიდან ადევნებს თვალს
როი კინი და პოლ სქოულზი ITV-სთვის მუშაობენ
კინი Parc des Princes-ზე მატჩს ITV-ს ექსპერტის რანგში დაესწრო, ხოლო სერ ალექსი UEFA-ს მიერ დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა.
თვითმფრინავში როი კინი ერთი ფანჯრის წინ იჯდა პოლ სქოულზთან ერთად, ხოლო სერ ალექსი სამი რიგით უკან.
ტრაპზე კი პირველად სერ ალექსი ავიდა თავის ცოლთან, კეტისთან ერთად.
როცა სავარძელში მოთავსებულ ფერგიუსონებს კინიც მიუახლოვდა, მისის ფერგიუსონმა ქმარს მხარი გაკრა, რათა მიენიშნებინა უკან მომავალ როიზე.
თუმცა ნაცვლად მისალმებისა, ფერგიუსონმა ერთხელ მოავლო ირგვლივ არსებულ სიტუაციას თვალი და კვლავ გაზეთის კითხვა განაგრძო.
შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონსა და კინს შორის დაპირისპირება 2005 წლიდან იღებს სათავეს და მომხდარი ფაქტის შესახებ ორივე მათგანს საკუთარი ხედვა აქვს.
წყარო:
dailymail