თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2015, 12:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3135,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედი" U21 - "ევერტონი" U21
ჯეიმს უილსონმა ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა.
გუშინ ინგლისის ახალგაზრდულ პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ევერტონს" მასპინძლობდა. მატჩში გატანილი გოლები ვერ ვიხილეთ.

კარის დალაშქრვის შესანიშნავი შესაძლებლობა მე-9 წუთზე ჯეიმს უილსონს მიეცა, როცა მოწინააღმდეგის მცველს ბურთი წაართვა, რის შემდეგაც პაუელს ბრწყინვალე პასი მისცა, მაგრამ ნიკმა გოლის გატანა ვერ მოახერხა (იხილეთ ვიდეო).

მოწინააღმდეგისთვის მთავარ ხიფათს ანდრეას პერეირას ჩაწოდებები წარმოადგენდა როგორც კუთხურიდან, ისე საჯარიმოდან. ერთ-ერთი ასეთი ჩაწოდების დროს "ევერტონის" ფეხბურთელებს ნიკ პაუელის დარტყმულის კარის ხაზიდან გამოტანა მოუხდათ.

პერეირა-პაუელის წყვილმა პირველ ტაიმში შესანიშნავი თამაში აჩვენა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ნიკი ტრავმის გამო ჯოშ ჰაროპით ჩაანაცვლეს.

მეორე ტაიმში ორივე გუნდმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ გატანილი გოლი მაინც ვერ ვიხილეთ. ამგვარად, "იუნაიტედმა" ერთი ქულა მოიპოვა და პირველ ადგილზე გავიდა, მაგრამ "ჩელსისა" და "ევერტონს" ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული.

ჯეიმს უილსონის ინდივიდუალური მოქმედება:



ანდრეას პერეირას ინდივიდუალური მოქმედება:



საბოლოო ანგარიში: "მანჩესტერ იუნაიტედი" U21 - "ევერტონი" U21 0:0 (0:0)

"მანჩესტერ იუნაიტედის" U21 შემადგენლობა: ლინდეგაარდი, რაფაელი (უილოკი 61'), ტორპი, ბლეკეტი, ჯეიმსი, გრიმშოუ, ლავი, ვეირი, პერეირა, პაუელი (41'), უილსონი.

გამოუყენებელი ცვლილებები: პერეირა, ფლეთჩერი, კელეტი.

სატურნირო ცხრილი:

"მანჩესტერ იუნაიტედი" U21 - "ევერტონი" U21


წყარო: carrick.ru
ვიდეოები
14 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
18 თებერვალი 2015 20:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფეხბურთის თამაში და ჩაწოდება მასწავლოს, თორემ მაგასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: Mufc7
18 თებერვალი 2015 20:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
ჩაწოდებები ამის სტილია, ხო იცი♥:დდდ გასწავლის, აბა რას იზაამს♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2015 21:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაფაელი დაალპეს იმენა areyoukiddingme
0
№14
ავტორი: Best 7
18 თებერვალი 2015 22:08
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Van gali nepotizmis gansaxierebaa:D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top