თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2015, 23:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2338,
კომენტარები: 11
ფერგიუსონმა "იუნაიტედის" მატჩს მოურინიო ამჯობინა
სერ ალექსმა ჟოზე პარიზში ინახულა.
ფერგიუსონმა
სერ ალექს ფერგიუსონი პარიზში ჩემპიონთა ლიგის მატჩის ჩასატარებლად ჩასული "ჩელსის" მოულოდნელი სტუმარი გახდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი L'Hotel Du Collectionneur-ის ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროსთან შეამჩნიეს, სადაც ლონდონური გუნდი და ჟოზე მოურინიო საფრანგეთის ჩემპიონების წინააღმდეგ 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრის წინ დაბინავდნენ.

Le Parisien-მა "თვითერზე" ატვირთა ფოტო, რომელშიც სასტუმროს თანამშრომელთან მოსაუბრე ფერგიუსონია ასახული.

ფერგიუსონმა "იუაიტედის" მატჩს მოურინიო ამჯობინა


ფრანგული გაზეთი იტყობინება, რომ მოურინიოსა და ფერგიუსონს შორის ხანგრძლივი საუბარი შედგა.

მიუხედავად იმისა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ფერგიუსონის მუშაობის დროს ამ ორ სპეციალისტს შორის პროფესიული დაპირისპირება ხშირი იყო, როგორც ჩანს ამან ხელი ვერ შეუშალა შოტლანდიელსა და პორტუგალიელს ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

წყარო იტყობინება, რომ სერ ალექსმა "პრესტონის" წინააღმდეგ "იუნაიტედის" მატჩი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის გამო გამოტოვა და სწორედ ამიტომ არ იმყოფებოდა ორშაბათს "დიპდეილზე".

წყარო: dailymail
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
19 თებერვალი 2015 12:13
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
გულაობს ეს აქეთ-იქით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top