თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2015, 12:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2239,
კომენტარები: 12
ჰოჯსონი და ნევილი პენალტზე საუბრობენ
ინგლისელებმა რუნი დაიცვეს.
ჰოჯსონი და ნევილი პენალტზე საუბრობენ
როი ჰოჯსონმა უეინ რუნი დაიცვა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "პრესტონის" დაპირისპირებაში მოპოვებული პენალტის შემდეგ კრიტიკა დაიმსახურა.

"იუნაიტედმა" ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში "პრესტონ ნორტ ენდი" დაამარცხა, ანდერ ერერას, მარუან ფელაინისა და უეინ რუნის გოლებით.

ამ უკანასკნელმა მის მიერ მოპოვებული 11 მეტრიანი გოლად აქცია.

ეპიზოდის განმეორებაზე ნათლად ჩანს, რომ მეკარესა და უეინ რუნის შორის არავითარი კონტაქტი არ იყო, მაგრამ ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა.

როცა ჰოჯსონს ჰკითხეს, სიმულაციას ჰქონდა თუ არა ადგილი, მან უპასუხა: "ჩემთვის არა. მხოლოდ მიმაჩნია, რომ ბუნდოვანი რეაქცია ჰქონდა.

თქვენ რომ მსაჯი იყოთ და განმეორების გარეშე მატჩის მიმდინარეობისას ეს ეპიზოდი ნახოთ, არამგონია თქვათ, რომ პენალტი არ იყო."
- განაცხადა ჰოჯსონმა.

"იუნაიტედის" ყოფილი მცველი, ფილ ნევილი მწვრთნელს დაეთანხმა და დაამატა, რომ თუ რუნი არ ახტებოდა, მისი კარიერა მიმდინარე სეზონში დასრულდებოდა.

"როცა მეკარე გამოდის, მას უნდა მოერიდო.

შესაძლოა თქვათ, რომ სიმულაციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ფეხი რომ დაეტოვებინა, მოსტეხავდნენ.

სწორედ ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც მოიქცა. თავი უნდა აერიდებინა, ან ფეხი შეეწირა."
- განაცხადა ნევილმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
18 თებერვალი 2015 09:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
RioManIa,
me maxsovs dzma eg momenti dzalian kargad da sruliad getanxmebi... Iqac gasagdebi iyo kompani da aqac mekare daje....:)
0
№12
ავტორი: AkkRed
18 თებერვალი 2015 11:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სახიფათო თამაშს მუდამ ხდება რეაგირება, უბრალოდ ამ კონკრეტულ ეპიზოდში რუნიმ თავი დაიზღვია თორე რომ დროზე არ გაეწია ფეხი რუნის გაიყვანდნენ საკაცით იმათ კიდე მეკარეს გაუგდებდნენ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top