"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ხუან მატა "ბარსელონას" 2016 წლის სატრანსფერო სამიზნე იქნება.
ლუის ენრიკეს გუნდს ამჟამად FIFA-სგან ტრანსფერების განხორციელება აკრძალული აქვს, რამეთუ 18 წლამდე ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმებაში დარღვევები აღმოუჩინეს.
შედეგად, კატალონიურ გუნდს ახალი ფეხბურთელის შეძენა 2015 წელს არ შეეძლება, თუმცა Mundo Deportivo იტყობინება, რომ მატა, რომელსაც ვან გაალის გუნდში რეგულარული სათამაშო დრო არ ეძლევა, შესაძლოა მომდევნო წელს "ბარსელონაში" აღმოჩნდეს.
"მატას ვარიანტი" "ბარსელონასთვის" გუნდის "შევსების" კარგი საშუალება იქნება.