"მანჩესტერ იუნაიტედი" ედისონ კავანის შეძენას გეგმავს. სავარაუდოდ, "წითელი ეშმაკები" ფალკაოს გამოსყიდვას და 43,2 მლნ. ფუნტის გადახდას არ დათანხმდებიან. რა თქმა უნდა, "იუნაიტედმა" შესაძლოა "მონაკოსთან" მოლაპარაკება გააგრძელოს, თუმცა კოლუმბიელის პერსპექტივები "ოლდ ტრაფორდზე" საეჭვოა.
უკვე ნახევარი სეზონი გავიდა და ფალკაომ მოედანზე 90 წუთი მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. რადამელს დიდწილად ძირითადში მოხვედრაში გაუმართლა, რადგან ამ სეზონში ყველა მატჩში რუნიმ ნახევარმცველის პოზიციაზე ჩაატარა. რობინ ვან პერსი კი არასტაბილურია, რაც შეეხება უილსონს - ინგლისელი ჯერ-ჯერობით ახალგაზრდაა.
Manchester Evening News-ის ცნობით იმ შეთხვევაში, თუ "იუნაიტედმა" ფალკაო უკან დააბრუნა, ისინი კავანის შეძენას შეეცდებიან. ამ სეზონში პარიზელთა მაისურით 31 ჩატარებული მატჩიდან, ედინსონმა 14 გოლის გატანა შეძლო. ჭორების თანახმად ლიგა 1-ში თამაში კავანისათვის საკმაოდ არაკომფორტულია.
ურუგვაელის შეძენა "იუნაიტედს" ძვირი დაუჯდება, რადგან პარიზელებმა "ნაპოლის" მის სანაცვლოდ 55 მლნ. ფუნტი გადაუხადეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კავანის საშუალო ფასი 60 მლნ. ფუნტი იქნება.