თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2015, 21:26
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2639,
კომენტარები: 15
სევეჯი: "რა ჯანდაბის მიღწევას ცდილობდა ლუი?"
სევეჯი ვან გაალის კომენტარს ეხმაურება.
სევეჯი:
Mirror-ის მიმომხილველი რობი სევეჯი მიიჩნევს, რომ ვან გაალის ქმედება მას სარგებელს არ მოუტანს.

"რა ჯანდაბის მიღწევას ცდილობდა ლუი, როცა ის პრესკონფერენციაზე საკუთარი სტატისტიკის დამცავი ფურცლებით გამოჩნდა? ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის მწვრთნელია და არ არის პატარა ბიჭი, რომელიც გვერდებზე რეკლამებს ავრცელებს. თქვენ წარმოიდგინეთ, სერ ალექსს ჟურნალისტებისათვის არასდროს უჩვენებია გუნდის ტაქტიკური მონახაზები, თუმცა მან ჩინებული კლუბი ჩამოაყალიბა."

"მას ტაქტიკების გამოქვეყნება არაფერს მისცემს. გუნდი ძალიან ცუდად თამაშობს. მათ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მატჩის ბოლო წუთებზე ძალიან გაუმართლათ, ხოლო "ბარნლისთან" თამაშში კი ძალიან დამაჯერებელნი იყვნენ. ამ სეზონში ჩემპიონობაზე ფიქრი ზედმეტია. რაც შეეხება, ლიგის ზონაში მოხვედრას, "იუნაიტედს" ამის ძალა ნამდვილად შესწევს. თუ ლუი გუნდს გამოაცოცხლებს და სეზონს ოთხეულში დაასრულებს, მაშინაც კი შეიძლება ზაფხულის ტრანსფერები უშედეგოდ ჩაითვალოს."

"მისი რეპუტაციის მქონე ადამიანი, ელერდაისის განცხადებას არ უნდა შეეხოს. მან განაცხადა, რომ "იუნაიტედმა" პრიმიტიული თამაში აჩვენა. დიახ, ალბათ მისი არჩევანია ბოლო 20 წუთში თამაშის დახატვა. თუმცა ეს ცოტა მოძველებული ხერხია. ასე რომ, ვან გაალის თამაშს არ შეიძლება გამართლებული ვუწოდოთ. მან უნდა განმარტოს საკუთარი გადაწყვეტილება, რუნის პოზიციასთან დაკავშირებით. მე არ მესმის, რატომ არ იყენებს ჰოლანდიელი უეინს ფორვარდის პოზიციაზე. ვფიქრობ, ფალკაოსთან, რომელიც ახლა გუნდში საკუთარი ძალის უიმედოდ დამტკიცებას ცდილობს, შესანიშნავი წყვილი იქნებოდა."

"სერიოზულმა ტრავმამ, რადამელს თავდაჯერებულობა წაართვა. ამ სეზონში მისი საუკეთესო თამაში არ მინახავს. ვფიქრობ მისი ბედი დამოკიდებულია იმაზე, დაასრულებს თუ არა "იუნაიტედი" სეზონს ზედა ოთხეულში. დიდი იმედი მაქვს, რომ ლუი ვან გაალი ასეთ რამეს არ გაიმეორებს, რადგან ასეთი ქმედებები მისდამი ნდობას საჯაროდ უთხრის მიწას."
-განაცხადა სევეჯმა

წყარო: Redevils.ru
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
14 თებერვალი 2015 22:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
ლუი ვალდესს არა ათამაშებს და ამას გამოიყენებს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: Wardell
14 თებერვალი 2015 22:42
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ვალდესი ჰოლანდიელია? shok2
0
№13
ავტორი: RojoDiablo
14 თებერვალი 2015 22:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
სამაგიეროდ, "ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება". ესეც პრივილეგიაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: DiMaria
15 თებერვალი 2015 00:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რა ყველა ვან გაალს აკრიტიკებს. ეყოფა და გაიგო კაცმა რა. ილაპრაკეთ რამდენიც გინდათ, მაინც არაფერს გაიგონებს
0
№15
ავტორი: Macklemore
15 თებერვალი 2015 13:58
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ერთი შემოლაწუნება ჭირდება ლუის. გიგზს რო ვუყურებ ლამისაა ეხვეწოს რუნი ათამაშე თავის პოზიციაზეო და გუნდს ნუ მიღუპავო :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top