პატრის ევრა ელოდება შეხვედრას რონალდუსთან, ისევე როგორც "მანჩესტერ იუნაიტედი" "რეალ მადრიდის" მატჩს. ფრანგი მცველი მიიჩნევს, რომ გულშემატკივრები კრიშტიანოს თბილად უნდა შეხვდნენ, რადგან უყვარდათ როდესაც "წითლებში" თამაშობდა. ასევე ამ ბოლო დროს მის სახელსაც გაიძახოდნენ "ოლდ ტრაფორდზე".
"რეალთან მატჩი ძალიან რთული იქნება. რადგან მოწინააღმდეგე გუნდი ძალიან სერიოზულია. თუმცა პოზიტივი ის არის, რომ ყველა მზად იქნება ამ შეხვედრისთვის. ეს ნამდვილად დიდი მატჩი გამოდგება. მე ასევე ბედნიერი ვარ იმით, რომ რონალდო "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება. ვფიქრობ გულშემატკივრები მას კარგად შეხვდებიან, რადგან "იუნაიტედში" თამაშის დროს ბრწყინვალე სამუშაო გასწია. იმედი მაქვს, რომ იგი ვერაფერს გახდება ჩვენს წინააღმდეგ, რადგან "რეალთან" გამარჯვებას ვაპირებთ. ძალიან რთული მოწინააღმდეგე გვყავს, თუმცა მას გავუმკვლავდებით"._განაცხადა პატრის ევრამ.