ლუი ვან გაალმა ფილ ჯონსისა და დეილი ბლინდის ტრავმების შესახებ განცხადება გააკეთა.
"ბარნლისთან" მატჩში ჯონსმა ტერფის ტრავმა მიიღო და მეხუთე წუთზე კრის სმოლინგმა შეცვალა.
ხოლო ბლინდი საჰაერო ორთაბრძოლის დროს თავის არეში დაზიანდა.
"ჯონსის შემთხვევაში უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ. საქმე რთულადაა, რადგან, როცა ვესაუბრე, ძალიან იმედგაცრუებული იყო. შესაძლოა მუხლის პრობლემაც იყოს, ასე რომ, უნდა მოვიცადოთ.
რაც შეეხება ბლინდს, მას თავისტკივილი აღენიშნა და არ ვფიქრობ, რომ ორშაბათის შეხვედრას გამოტოვებს." - განაცხადა ვან გაალმა.