უეინ რუნი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მომდევნო მეტოქე, "ბარნლი" "წითელ ეშმაკებთან" მატჩში შეეცდება პრემიერ ლიგაში ყოფნის ღირსად ყოფნა დაამტკიცოს.
პირველი წრის მატჩში" ტორფ მურზე" 1-1 მატჩის შემდეგ რუნი "ბორდოელების" თამაშმა და სეზონის განმავლობაში მათმა ნაჩვენებმა შედეგმა მოხიბლა. კაპიტანი მოწინააღმდეგის მოთამაშეს, დენი ინგსაც უფრთხის, რომელმაც უკვე მოახერხა 8 გოლის გატანა პრემიერ ლიგაში.
"რთულია ჩემპიონშიპიდან მოხვიდე და პრემიერ ლიგაში ადგილი დაიმკვიდრო, ამასთან ერთად, არ ვფიქრობ, რომ "ბარნლიმ" ზაფხულში ბევრი ფეხბურთელი შეიძინა.
ისინი მოთამაშეთა იმავე ჯგუფით თამაშობენ, რომელმაც მაღალ დივიზიონში აღზევების საშუალება მისცა, ასე რომ კარგ სამუშაოს სწევენ. ეს არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, მართლაც ბევრს მუშაობენ და მათი დამარცხება არასდროს არის იოლი. რთული მატჩი იქნება.
დენი ინგსი ფანტასტიურად გამოიყურება. ცოტა გოლი გააქვს, მაგრამ შესანიშნავად თამაშობს. ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში რამდენიმეჯერ ვნახე და მართლაც შესანიშნავი იყო. კარგი იქნება თუ გოლების გატანას გააგრძელებს, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ არა." - განაცხადა კაპიტანმა.