ლუი ვან გაალი დარწმუნებულია, რომ ანხელ დი მარია პრემიერ ლიგის რიტმს შეეგუება და "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის საუკეთესო ფორმას აღიდგენს.
არგენტინელი, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა "ბარნლის" წინააღმდეგ თითქმის 6 თვის წინ ჩაატარა, ხვალ სწორედ "ბარნლის" დაუპირისპირდება "ოლდ ტრაფორდზე".
"დი მარია ინგლისური ფეხბურთის რიტმს უნდა შეეგუოს. ეს არის უმაღლესი სტანდარტი და სხვა ქვეყნებთან შედარებით დიდი სხვაობა. ის ამას გააკეთებს. დარწმუნებული ვარ." - განაცხადა ვან გაალმა პრეს-კონფერენციაზე.
ვან გაალს სჯერა, რომ ისევე როგორც ანხელი, რომელსაც შაბათს 27 წელი შეუსრულდება, სხვა ფეხბურთელებიც მიაღწევენ ფორმის პიკს.
"გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. როგორც ერთხელ გითხარით პრეს-კონფერენციაზე, უნაკლო მატჩი არასდროს გექნება. უნდა გაუჯობესდე და საერთოდ, ყველა გუნდი უნდა გაუმჯობესდეს, სწორედ ამიტომ ვვარჯიშობთ.
შედეგებით ბედნიერი ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ გაუმჯობესება შეგვიძლია. ესეც ისეთივე პროცესია, რომელზეც ჩემი აქ ყოფნის პირველივე დღიდან ვსაუბრობთ. - დაასრულა ლუიმ.