ორშაბათს, 9 თებერვალს გაიმართა დუბლების პრემიერ ლიგა, სადაც ერთმანეთს "იუნაიტედისა" და "ჩელსის" მოთამაშეები ხვდებოდნენ. მატჩი სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იყო და მოლოდინიც გამართლდა. პირველი ნახევარი უგოლო ფრით დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში ლონდონელები სოლანემ დააწინაურა. "იუნაიტედმა" გათანაბრება 69-ე წუთზე შეძლო, ხოლო ამის შემდეგ თამაში ორ მხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ "წითლებმა" შეძლეს მატჩის დასრულებიდან 6 წუთით ადრე. შეხვედრაში ძირითადი გუნდიდან ოთხმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. ვიქტორ ვალდესი კვლავ ფორმის აღსადგენად თამაშობს რეზერვებში ისევე, როგორც რაფაელი და ეშლი იანგი, ხოლო ტაილერ ბლეკეტი გუნდის ძირითად მცველად სახელდება.